რიგი ავტორიზირებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2016 12:24
მიღების თარიღი იანვარი 26, 2016
რიგი ავტორიზირებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციის ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ კომისიას წერილობით მიმართეს შემდეგმა ავტორიზირებულმა პირებმა :
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ წერილებში ავტორიზირებული პირები განმარტავენ, რომ ისინი კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, სისტემატიურად უგზავნიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ დეტალურ მონაცემებს: ინტერნეტ პაკეტების სიჩქარე, პაკეტების შესაბამისი ღირებულება, შესაბამისი აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები. ავტორიზირებული პირები განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ძირითად რესურსს მარკეტინგული სტრატეგიის თვალსაზრისით, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. ამასთან, როგორც განცხადებებშია აღნიშნული, კომისიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა. ავტორიზირებული პირები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზირებული პირები ითხოვენ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ინტერნეტ მომსახურების შესახებ, (სტატისტიკური ფორმა 4.1 მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი; ფორმა 4.2 მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი – აბონენტები კვარტალში, ფორმა 5.4 საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კომისიამ ცნოს კომერციულ საიდუმლოებად.
კომისიამ განიხილა ავტორიზირებული პირების წერილები წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ფორმა 4.1-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - ივსება ყოველთვიურად):
1. დასახლებული პუნქტი;
2. მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);
3. ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);
4. პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);
5. პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);
6. პაკეტის დასახელება;
7. პაკეტის ღირებულება;
8. აბონენტები;
9. სააბონენტო შემოსავალი;
10. დღგ;
ბ) ფორმა 4.2-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში - ივსება ყოველკვარტლურად):
1. დასახლებული პუნქტი;
2. მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);
3. ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);
4. პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);
5. პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);
6. პაკეტის დასახელება;
7. პაკეტის ღირებულება;
8. აბონენტები;
გ) ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა - ივსება ყოველთვიურად):
1. შესყიდვა/გაყიდვა;
2. კონტრაჰენტი ოპერატორი (კომპანია, ვისგანაც მოხდა ინტერნეტის შესყიდვა ბითუმად ან კომპანია, ვისაც მიეწოდა ინტერნეტი ბითუმად);
3. რეზიდენტი/არარეზიდენტი (კონტრაჰენტი კომპანია რეზიდენტია თუ არარეზიდენტი);
4. დასახლებული პუნქტი;
5. ჩამოტვირთვის სიჩქარე (მბ) (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩამოტვირთვის სიჩქარე);
6. ატვირთვის სიჩქარე (მბ) (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ატვირთვის სიჩქარე);
7. ტექნოლოგია (CDMA, Fiber, Wi-Fi და ა.შ.);
8. მომსახურების სახეობა (გაფართოებული ურთიერთჩართვა, მხოლოდ (საქართველოს) ლოკალურ ქსელებში წვდომა, მხოლოდ გლობალურ ინტერნეტში წვდომა, ლოკალური და გლობალური ინტერნეტი);
9. შემოსავალი/ხარჯი (გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი/ხარჯი (დღგ-ს გარეშე));
10. დღგ.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს ავტორიზირებული პირების მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) პაკეტურ ჭრილში და ფორმა 5.4-ს (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან ავტორიზირებული პირების მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი 4.1-ი და 4.2-ი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეიცავს ასევე ინფორმაციას ავტორიზირებული პირების აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული პაკეტების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული პაკეტების ჭრილში შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს ავტორიზირებული პირების მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორიზირებული პირის კონკურენტუნარიანობას. აქვე კომისია აღნიშნავას, რომ კომისიის 2016 წლის 26 იანვრის სხდომაზე ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორმა უჩა სეთურმა კომისიის წინაშე იშუამდგომლა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.4(საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა )-ის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხი გამოყოფილიყო ცალკე წარმოებად და არ განხილულიყო მიმდინარე წარმოების ფარგლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე დამსწრე პირების მიერ არ გამოთქმულა საწინააღმდეგო მოსაზრებები. აქვე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილოს აღნიშნული შუამდგომლობა, ვინაიდან საკითხი საჭიროებდა დეტალურ კვლევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ავტორიზირებული პირების მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის შემდეგ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:
1. ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.
2. ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა, 98-ე მუხლის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხრე: ვ. აბაშიძე, მ. ქათამაძე, გ. ფრუიძე, კ. ბექაური. წინააღმდეგი: ე. ასანიძე):
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შემდეგი ავტორიზირებული პირების წარმოდგენილი განცხადებები:
|
N |
ავტორიზირებული პირი |
თარიღი |
კომისიაში წერილის რეგისტრაციის ნომერი |
|
|||||
|
|
1 |
შპს |
“Airnet აირნეტი” |
7/12/2015 |
შ-6/9615-15 |
||||
|
|
2 |
შპს |
“FLY NET” |
7/12/2015 |
შ-6/9573-15 |
||||
|
|
3 |
შპს |
“GOLDNET” |
7/12/2015 |
შ-6/9587-15 |
||||
|
|
4 |
შპს |
“NEO.NET” |
14-12-2015 |
შ-6/9787-15 |
||||
|
|
5 |
შპს |
“NEW – NET” |
14-12-2015 |
შ-6/9791-15 |
||||
|
|
6 |
შპს |
“PC& I NETWORKS” |
8/12/2015 |
შ-6/9644-15 |
||||
|
|
7 |
შპს |
“POWERNET” |
7/12/2015 |
შ-6/9614-15 |
||||
|
|
8 |
შპს |
“sky group” |
9/12/2015 |
შ-6/9671-15 |
||||
|
|
9 |
შპს |
"SKY LINE” |
14-12-2015 |
შ-6/9786-15 |
||||
|
|
10 |
შპს |
“SKY NET” |
8/12/2015 |
შ-6/9629-15 |
||||
|
|
11 |
შპს |
“X net” |
9/12/2015 |
შ-6/9678-15 |
||||
|
|
12 |
შპს |
“Your Net” |
8/12/2015 |
შ-6/9632-15 |
||||
|
|
13 |
შპს |
“აი ეს პი” |
9/12/2015 |
შ-6/9681-15 |
||||
|
|
14 |
შპს |
“აილინკ” |
7/12/2015 |
შ-6/9613-15 |
||||
|
|
15 |
შპს |
“აირკონექტი” |
17/12/2015 |
შ-6/9962-15 |
||||
|
|
16 |
შპს |
“აირმაქსი” |
9/12/2015 |
შ-6/9704-15 |
||||
|
|
17 |
შპს |
“ალტერნეტი” |
10/12/2015 |
შ-6/9718-15 |
||||
|
|
18 |
შპს |
“ბანეტი” |
7/12/2015 |
შ-6/9588-15 |
||||
|
|
19 |
შპს |
“ბესტ ნეტ” |
7/12/2015 |
შ-6/9570-15 |
||||
|
|
20 |
შპს |
“ბოლნისის ახალი ქსელები” |
7/12/2015 |
შ-6/9571-15 |
||||
|
|
21 |
შპს |
“ბორჯომულა” |
9/12/2015 |
შ-6/9682-15 |
||||
|
|
22 |
სს |
“გლობალ ერთი” |
10/12/2015 |
შ-6/9728-15 |
||||
|
|
23 |
შპს |
“გლობალკომი” |
4/12/2015 |
შ-6/9507-15 |
||||
|
|
24 |
შპს |
“გლობალნეტ-2014” |
9/12/2015 |
შ-6/9663-15 |
||||
|
|
25 |
შპს |
“გრინ ნეთვორქსი” |
8/12/2015 |
შ-6/9618-15 |
||||
|
|
26 |
შპს |
“გურია-ნეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9693-15 |
||||
|
|
27 |
შპს |
“ეარლინკი” |
7/12/2015 |
შ-6/9559-15 |
||||
|
|
28 |
შპს |
“ეარნეტი” |
7/12/2015 |
შ-6/9603-15 |
||||
|
|
29 |
შპს |
“ვესტნეტი” |
10/12/2015 |
შ-6/9714-15 |
||||
|
|
30 |
შპს |
“ზანეტი” |
11/12/2015 |
შ-6/9748-15 |
||||
|
|
31 |
შპს |
“თებელაინი” |
4/12/2015 |
შ-6/9526-15 |
||||
|
|
32 |
შპს |
“თერნეტი” |
7/12/2015 |
შ-6/9589-15 |
||||
|
|
33 |
ი/მ |
ალექსანდრე მიქაძე |
9/12/2015 |
შ-6/9705-15 |
||||
|
|
34 |
ი/მ |
თინა გოზალიშვილი |
8/12/2015 |
შ-6/9626-15 |
||||
|
|
35 |
ი/მ |
უგრეხელიძე ოლეგი |
3/12/2015 |
შ-6/9497-15 |
||||
|
|
36 |
ი/მ |
ცირა სორდია |
9/12/2015 |
შ-6/9661-15 |
||||
|
|
37 |
შპს |
“იმპულსი” |
4/12/2015 |
შ-6/9536-15 |
||||
|
|
38 |
შპს |
“ინტერკომი” |
9/12/2015 |
შ-6/9696-15 |
||||
|
|
39 |
შპს |
“ინტეროპტიკა” |
9/12/2015 |
შ-6/9689-15 |
||||
|
|
40 |
შპს |
“კავკასუს ონლაინი” |
9/12/2015 |
შ-6/9684-15 |
||||
|
|
41 |
შპს |
“ლაინ ნეტი” |
11/12/2015 |
შ-6/9749-15 |
||||
|
|
42 |
შპს |
“მაქსნეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9701-15 |
||||
|
|
43 |
შპს |
“მეგა TV” |
15-12-2015 |
შ-6/9839-15 |
||||
|
|
44 |
შპს |
“მიკრონეტი” |
4/12/2015 |
შ-6/9549-15 |
||||
|
|
45 |
შპს |
“მმ ნეთვორქს” |
10/12/2015 |
შ-6/9727-15 |
||||
|
|
46 |
შპს |
“ნეტსითი” |
4/12/2015 |
შ-6/9550-15 |
||||
|
|
47 |
შპს |
“ონეტი” |
8/12/2015 |
შ-6/9639-15 |
||||
|
|
48 |
შპს |
“ორდუნეტ” |
9/12/2015 |
შ-6/9690-15 |
||||
|
|
49 |
შპს |
“პრონეტ PRONET” |
9/12/2015 |
შ-6/9676-15 |
||||
|
|
50 |
შპს |
“საბნეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9664-15 |
||||
|
|
51 |
შპს |
“სენანეტი” |
8/12/2015 |
შ-6/9638-15 |
||||
|
|
52 |
შპს |
“სერვისნეტი” |
10/12/2015 |
შ-6/9712-15 |
||||
|
|
53 |
შპს |
“სვირინეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9704-15 |
||||
|
|
54 |
სს |
“სილქნეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9694-15 |
||||
|
|
55 |
შპს |
“სიმნეტი” |
8/12/2015 |
შ-6/9627-15 |
||||
|
|
56 |
შპს |
“სისტემ ნეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9677-15 |
||||
|
|
57 |
შპს |
‘სტარ ნეთვორქსი” |
8/12/2015 |
შ-6/9617-15 |
||||
|
|
58 |
შპს |
“სქაი სერვისი-Sky Service” |
7/12/2015 |
შ-6/9596-15 |
||||
|
|
59 |
შპს |
“სქაიტელეკომი-Skytelecom” |
7/12/2015 |
შ-6/9597-15 |
||||
|
|
60 |
შპს |
“ულტრანეტი” |
4/12/2015 |
შ-6/9551-15 |
||||
|
|
61 |
შპს |
“ფრინეტი” |
9/12/2015 |
შ-6/9695-15 |
||||
|
|
62 |
შპს |
“ცენტრ. კავშირ. კორპორაცია” |
9/12/2015 |
შ-6/9700-15 |
||||
|
|
63 |
შპს |
“ჯენეტ” |
3/12/2015 |
შ-6/9495-15 |
||||
|
|
64 |
შპს |
“ჯეონეთი” |
10/12/2015 |
შ-6/9733-15 |
||||
|
|
65 |
შპს |
“ჯორჯიან აირლინკი” |
7/12/2015 |
შ-6/9566-15 |
||||
|
|
66 |
შპს |
“ჰაილაინი” |
10/12/2015 |
შ-6/9731-15 |
||||
|
|
|||||||||
დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:
ა) ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ;
ბ) ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ;
2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 4.1 და 4.2 ფორმებში, წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზირებული პირებისათვის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ;
3. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულიმა ავტორიზირებულმა პირებმა ზემოთ მითითებულ ვადაში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ კომისიას;
4. ფორმა 5.4-ის (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) კომერციული საიდუმლოებად ცნობის საკითხი ამ წარმოების ფარგლებში დარჩეს განუხილველად;
5. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზირებული პირების მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზირებული პირებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზირებული პირებისათვის ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირებისათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ხდება ადმინისტრაციულ ორგანოში ინფორმაციის წარდგენისას. განსახილველ შემთხვევაში ავტორიზირებული პირების მიერ ინფორმაცია წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი კომისიაში.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
