წვდომის მენიუ

„თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 383 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2016 13:01

მიღების თარიღი ივნისი 14, 2016

 „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის716/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი  მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები“, რომლითაც, ასევე განისაზღვრა ადგილობრივი საეთერო მაუწყებლებისათვის, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსის მაუწყებლისათვის მინიჭების საკითხები და ქსელების აგების ვადები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით  (ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს. სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341), ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლად, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისიას განესაზღვრა  ვალდებულება იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341)  საფუძველზე,  კომისიამ 2014 წლის 25 დეკემბერს მიიღო №716/13 გადაწყვეტილება „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“.

 2016 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი, რომლითაც, თბილისის ზონაში მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების მოთხოვნის არსებობის გათვალისწინებით, მაუწყებლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის უზრუნველსაყოფად, განესაზღვრათ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  სამოქმედო გეგმისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებისაგან  განსხვავებული, შემდეგი ვალდებულებები: უზრუნველყონ თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირება არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა; უზრუნველყონ საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება მათ მიერ ფორმირებული მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა;  კომისიას წარუდგინონ ერთიანი მოწვევის ოფერტა არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა და უზრუნველყონ მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების მსურველი პირისთვის მომსახურების გაწევა; მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების მსურველი პირისთვის უნდა უზრუნველყონ თავისუფალ რესურსზე დაშვება, მიუხედავად იმისა თუ ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების რომელი წევრი განკარგავს აღნიშნულ თავისუფალ რესურსს. ამავდროულად განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისათვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისათვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისათვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლები ვერ უზრუნველყოფენ ერთიანი მოწვევის ოფერტის კომისიაში წარდგენას  არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა,  მომსახურების პიროებებს, მათ შორის, ტარიფს, დაადგენს კომისია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანა.

საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის   63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე)          უზრუნველყონ   წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული  გადამცემი სადგურის/სადგურების გამოყენებით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების სრულად ფორმირება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში;“;

ბ) მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) კომისიას წარუდგინონ  ერთიანი მოწვევის ოფერტა და უზრუნველყონ მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების მსურველი პირისთვის მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმას და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღრულ ვადაში. ოფერტაში განსაზღვრული უნდა იყოს სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი (რომელიც უნდა მოიცავდეს  24 საათიანი უწყვეტი მომსახურების   მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს  ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა), სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და   ელექტრონული  გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;“;

2.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებულ მაუწყებლებს განემარტოთ:

ა) უზრუნველყონ საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება მათ მიერ ფორმირებული მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღრულ ვადაში;

ბ) უზრუნველყონ მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების მსურველი პირისთვის თავისუფალ რესურსზე დაშვება, მიუხედავად იმისა თუ ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების რომელი წევრი განკარგავს აღნიშნულ თავისუფალ რესურსს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ უზრუნველყოფენ კომისიაში ერთიანი მოწვევის ოფერტის წარდგენას, მათ მომსახურების პირობებს, მათ შორის, ტარიფს, დაადგენს კომისია;

დ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისათვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისათვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისათვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის  შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის“,  შპს „ტელეკომპანია კავკასიისთვის“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივისთვის“, შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ და შპს „ტელეკომპანია პიკისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე),კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში.   

კომისიის    თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის    წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის    წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                      მერაბ ქათამაძე  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები