შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:14
მიღების თარიღი ივნისი 14, 2016
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5208-16, 06/06/2016 და №შ-6/5383-16, 10/06/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-236, 15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) მაუწყებლობის განხორციელება. კომპანიას ასევე სურს თბილისის მულტიპლექსის გარდა იმაუწყებლოს მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების საშუალებით. აღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობას კომპანია დაიწყებს 2016 წლის 1 აგვისტომდე, ხელმისაწვდომობა იქნება - უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-236, 15.07.2015) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2016 წლის 1 ივნისამდე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო).
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2016 წლის 14 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის” წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-236, 15.07.2015) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-236, 15.07.2015) და:
ა) მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (გასართობ/შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს - მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
გ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობად დამატებით განისაზღვროს: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს - 2016 წლის 1 აგვისტო.
2. შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
