წვდომის მენიუ

ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ კერძო რადიომაუწყებლობის № B102 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 39 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:22

მიღების თარიღი იანვარი 26, 2016

ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“  კერძო რადიომაუწყებლობის № B102 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს კომისიას წერილობით მიმართა ააიპ ”კავშირი მედია ცენტრმა ღია აფხაზეთისათვის“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/10296-15) კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიამ ვერ უზრუნველყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და შესაბამისად ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ააიპ ”კავშირი მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B102 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”1. მიეცეს მედია ცენტრს ”ღია აფხეზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის N B102 ლიცენზია, 10 წლის ვადით, 1422 კჰც რადიოსიხშირის გამოყენებით, რაც მდებარეობს საშუალოტალღოვან დიაპაზონში და რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემის სადგურის მომსახურების ზონა - საქართველოს მთელი ტერიტორია;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ა) გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა);

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის 38–ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება                     ააიპ ”კავშირი მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 26 იანვრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის 26 იანვრს 15:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი დიმიტრი ტატიური. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კავშირი მედია ცენტრისთვის ღია აფხაზეთისათვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ ”კავშირი მედია ცენტრისთვის ღია აფხაზეთისათვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები