წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მანფრედ ფაბიშისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 395 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 16:13

მიღების თარიღი ივნისი 16, 2016

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მანფრედ ფაბიშისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/5286-16, 08.06.2016) მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მანფრედ ფაბიშმა, საქართველოში მისი ვიზიტის (2016 წლის 18 ივნისი - 3 ივლისი) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მანფრედ ფაბიშს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის  „C“  კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი DD0HQ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების და  518-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად კომისიამ, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მანფრედ ფაბიშს  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2016 წლის 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით:

 

რეგისტრაციის

 

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 032

 

 

მანფრედ ფაბიში

 

მესტია

 

4L/ DD0HQ

 

„C“

 

2. რადიომოყვარული მანფრედ ფაბიში, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი  პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე მანფრედ ფაბიშისთვის ჩაბარებისთანავე (ნ.ჯავახიძე);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

             

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  16 ივნისის  № 395/7  გადაწყვეტილების

 დანართი

 

 

 

 

 

 

C“ კატეგორია

 

 

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz

472 – 479 kHz

10 W

1 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

 

1840 – 1850 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

 

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

2300 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

 

28000 - 29700 KHz

 

100 W

 

100HA1A

24 -24.05 GHz

5  W

24K00F3E;

24.05 -24.25 GHz

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

47 - 47.2 GHz

5  W

 

 

29200 - 29700 KHz

 

100W

 

6K00R3E

76 - 81 GHz

5  W

 

77.5 - 78 GHz

 

144 - 146 MHz

 

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

241 - 248 GHz

5  W

 

248 - 250 GHz

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები