წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 400 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2016 17:27

მიღების თარიღი ივნისი 16, 2016

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ჯრ კომ”-მა (კომისიაში რეგისტრაციის N25.12.14 25.12.2014წ.; N6/430-15 27.01.2015წ.), ქ. თბილისში დეციმეტრულ დიაპაზონში 25 კჰც ზოლის სიგანის ორი სიხშირის გამოყენებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიხშირული რესურსი კომპანიას ესაჭიროება ავტორიზებადი საქმიანობის (სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება B.M.2) განსახორციელებლად, კერძოდ შპს „ჯრ კომ”-ი აბონენტად აიყვანს იურიდიულ პირებს, რომელთაც მოემსახურება რადიოკავშირის სერვისით ქ. თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯრ კომ”-ი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის  „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიამ შეისწავლა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 5 აპრილის N10/3156-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - თბილისი(მობილფონის ანძა); სიხშირე (მჰც) -  423.950; სიხშირული ზოლი(კჰც) – 25;  პოლარიზაციაV / H – V; გასხივება - წრიული; გადამცემის სიმძლავრე(ვტ) -  10; გეოგრაფიული კოორდინატები - 41°41’26.24” N 44°44’52.5 ” E; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ)–40; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)–3.

გადამცემის და ანტენის განთავსების  ადგილი - თბილისი (მობილფონის ანძა);  სიხშირე (მჰც) - 429.150; სიხშირული ზოლი (კჰც) – 25;  პოლარიზაცია V / H – V; გასხივება - წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) -  10; გეოგრაფიული კოორდინატები - 41°41’26.24” N 44°44’52.5 ” E; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) – 40; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 3.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 3,110.40 (სამი ათას ასათი და 40) ლარი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში  გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის თანახმად 403.00 – 430.00 დიაპაზონი განკუთვნილია რადიოკავშირის სისტემებისთვის. მითითებულ დიაპაზონში სიხშირეთა განაწილება ხორციელდება 25 კჰც-იანი ბიჯით. შესაბამისად, აღნიშნულ დიაპაზონში ხელმისაწვდომია 1080 სიხშირე. თუ სიხშირული მინიჭებები განხორციელდება დუპლექსური რადიოკავშირის რეჟიმში, რაც ითვალისწინებს საბაზო სადგურის ფუნქციონირებისთვის ორი სიხშირის მინიჭებას, მაშინ მითითებულ დიაპაზონში, ერთ გეოგრაფიულ ზონაში შესაძლებელია 540 რადიოკავშირის სისტემის (ოპერატორის) ფუნქციონირება. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2016 წლის 6 ივნისის №10/5205-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, თუ კონკრეტული მომსახურების მისაწოდებლად შესაძლებელია რადიოსიხშირული სპექტრის იმგვარი განაწილება, რომ აღნიშნული ბაზრის სეგმენტზე საქმიანობა შეეძლოს ათეულობით ოპერატორს, მაშინ რადიოსიხშირული რესურსი ამ ბაზარზე შესვლის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს უკანასკნელი ბაზარზე ეფექტური კონკურენციის განვითარების დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნას განხილული. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი 403.00 – 430.00 სიხშირულ ზოლზე რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის დადგენა.  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი ავტორიზაციით გათვალისწინებული საკომუნიკაციო საქმიანობის განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)

გადამცემის

 და ანტენის

განთავსების

 ადგილი

სიხშირე (მჰც)

სიხშირული ზოლი

(კჰც)

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

თბილისი

(მობილფონის ანძა)

423.950

 

 

25

V

წრიული

10

41°41’26.24” N44°44’52.5 ” E

40

3

თბილისი

(მობილფონის ანძა)

429.150

 

 

25

V

წრიული

10

41°41’26.24” N44°44’52.5 ” E

40

3

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ბ) გეოგრაფიული არეალი:  ქ. თბილისი;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 3,110.40 (სამი ათას ას ათი და 40) ლარის ოდენობით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 18 ივლისის 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2016 წლის პირველი ივლისის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 156.00 (ას ორმოცდათექვსმეტი და 00) ლარს;

6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება:

ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების  შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის   მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სს ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ა/ანგარიში - GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

 ბანკი - სს ,,თი-ბი-სი ბანკი’’;

ბანკის კოდი - TBCBGE22;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, ტელ:  +995 32 239 40 29);

9. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;

10. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები