შპს „ნატექსის“ (ს/კ404395490) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2016 15:35
მიღების თარიღი ივნისი 16, 2016
შპს „ნატექსის“ (ს/კ404395490) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას №020 25.05.2016 წერილით მიმართა შპს „ნატექსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5026-16. 31.05.2016), შპს „ნატექსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნატექსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
შპს „ნატექსმა“ №020 25.05.2016 წერილით კომისიაში წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს „ნატექსის“ საქმიანობის სახე და რეგისტრაციის მონაცემები;
- შპს „ნატექსის“ შემოსავლების შესახებ;
- შპს „ნატექსის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ლილიანა ჭყონიას აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს „ნატექსი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ახალციხის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, კასპის, მარნეულის, რუსთავის, სტეფანწმინდის, ქარელის, წალკის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქებში: თბილისი, ბათუმი და ფოთი. შპს „ნატექსის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის თვის ჩათვლით სულ შეადგინა 295,615 ლარი, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში - 3,868 ლარი (ხვედრითი წილი - 0,26%), ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 4,019 ლარი (ხვედრითი წილი - 0,35%); გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 5,068 ლარი (ხვედრითი წილი - 0,17%); გორის მუნიციპალიტეტში - 20,396 ლარი (ხვედრითი წილი - 0,45%); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 8,816 ლარი (ხვედრითი წილი - 3,49%); კასპის მუნიციპალიტეტში - 16,439 ლარი (ხვედრითი წილი - 1,58%); მარნეულის მუნიციპალიტეტში - 2,670 ლარი (ხვედრითი წილი - 0,14%); რუსთავის მუნიციპალიტეტში - 10,848 ლარი (ხვედრითი წილი - 0,14%); სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში - 7,312 ლარი (ხვედრითი წილი - 3,61%); ქარელის მუნიციპალიტეტში - 47,327 ლარი (ხვედრითი წილი - 5,61%); წალკის მუნიციპალიტეტში - 12,202 ლარი (ხვედრითი წილი - 5,67%); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 8,682 ლარი (ხვედრითი წილი - 0,76%); ქ. თბილისში - 124,421 ლარი (ხვედრითი წილი - 0,08%); ქ. ბათუმში 13,371 ლარი (ხვედრითი წილი - 0,1%), ქ. ფოთში - 10,176 ლარი (ხვედრითი წილი - 0,36%);
შპს „ნატექსის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 76 აბონენტი, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,04%), ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,03%); გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 3 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,04%); გორის მუნიციპალიტეტში - 5 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,03%); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,13%); კასპის მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,06%); მარნეულის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,02%); რუსთავის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,001%); სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში - 3 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,63%); ქარელის მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,08%); წალკის მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,27%); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 3 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,09%); ქ. თბილისში - 45 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,01%); ქ. ბათუმში 4 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,01%), ქ. ფოთში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,01%).
შპს „ნატექსის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ირინე აბულაძე, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ლილიანა ჭყონია. შპს „ნატექსის“ დირექტორია გიორგი თოიძე.
შპს „ნატექსის“, შპს „ნატექსის“ პარტნიორის ლილიანა ჭყონიას, ასევე შპს „ნატექსის“ დირექტორის გიორგი თოიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნატექსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ნატექსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ნატექსს“, შპს „ნატექსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ლილიანა ჭყონიას მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნატექსისათვის“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ნატექსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. განემარტოს შპს „ნატექსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ნატექსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
