საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2016 15:34
მიღების თარიღი ივნისი 23, 2016
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით №0243; 01.06.2016 და №0276; 16.06.2016 რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, ფიქსირებული სიხშირეების და სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.
კომისიამ, მინიჭებისთვის შერჩეული რადიოსიხშირეების გამოყენების ტექნიკური პარამეტრების განმცხადებელთან შეთანხმების მიზნით, მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტს, წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, შერჩეული რადიოსიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. თანხმობა, სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობაზე განცხადებელმა, კომისიას აცნობა წერილით №0275, 06,06,2016
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ ,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე სახადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს (თ.ძაგნიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ.ქათამაძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
