წვდომის მენიუ

შპს „ინტერკომის“ (ს/კ 400077340) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ინტერკომის“ (ს/კ 400077340) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 420 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 12:06

მიღების თარიღი ივნისი 23, 2016

შპს „ინტერკომის“ (ს/კ 400077340) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ინტერკომის“ (ს/კ 400077340) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 30 მაისს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „ინტერკომმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/4976-16. 30.05.2016), შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

2016 წლის 17 ივნისს კომისიას ერთობლივი წერილით დამატებით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „ინტერკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5617-16. 17.06.2016), შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემდეგ, შპს „სქაიტელისა“ და შპს „ინტერკომის“ შერწყმის განზრახვის შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ინტერკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს „სქაიტელის“ და შპს „ინტერკომის“ მიერ 2016 წლის 30 მაისის ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4976-16. 30.05.2016) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:

- შპს „სქაიტელის“   საქმიანობის სახე და რეგისტრაციის მონაცემები;

- შპს „ინტერკომის“ საქმიანობის სახე და რეგისტრაციის მონაცემები;

- შპს „სქაიტელის“   შემოსავლების შესახებ;

- შპს „ინტერკომის“ შემოსავლების შესახებ;

- შპს „სქაიტელის“   აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- შპს „ინტერკომის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- წილის შეძენის მსურველი ავტორიზებული პირის - შპს „სქაიტელის“    აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

შპს „ინტერკომის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ზვიად ბერიშვილი - წილის 33,34%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ვლადიმერ სალიბეგაშვილი - წილის 33,33%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ხრისტინა მარტინოვა წილის 33,33%-ის მფლობელი;

შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი კომპანიის - შპს „სქაიტელის“ პარტნიორია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი - წილის 100%-ის მფლობელი.

შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. შპს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში შეადგინა: ქალაქ თბილისში 267,916 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,17%), ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 199 ლარი.  ამასთან ერთად, შპს „სქაიტელის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ თბილისში 1058 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,34%), ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1 აბონენტი.

შპს „ინტერკომი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შპს „ინტერკომის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში შეადგინა: ქალაქ თბილისში 119,825 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,08%), გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47,265 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 1,6%),  ამასთან ერთად, შპს „ინტერკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ თბილისში 194 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,06%), გარდაბნის მუნიციპალიტეტში 80 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 1,01%).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სქაიტელის“, შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ბესიკი მოსაშვილის, ასევე შპს „სქაიტელის“ დირექტორის არჩილ ხოჯაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ინტერკომის“ შერწყმის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ინტერკომის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ინტერკომს“, შპს „ინტერკომის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ინტერკომის“ შერწყმაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისა“ და შპს „ინტერკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სქაიტელისა“ და შპს „ინტერკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. განემარტოთ შპს „სქაიტელსა“ და შპს “ინტერკომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ინტერკომის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ და შპს “ინტერკომი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                      მერაბ ქათამაძე

 კომისიის წევრი                                                                  ელისო ასანიძე

 კომისიის წევრი                                                                  კახი ბექაური        

        

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები