წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია კავკასიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 423 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2016 11:14

მიღების თარიღი ივნისი 23, 2016

შპს „ტელეკომპანია კავკასიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5471-16 13/06/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-232, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს   ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობა განახორციელოს სენაკის მულტიპლექსის საშუალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-232, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 8 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი; ბათუმის მულტიპლექსი; ზუგდიდის მულტიპლექსი; თელავის მულტიპლექსი; ქუთაისის მულტიპლექსი; ფოთის მულტიპლექსი;

ბ)ინტერნეტი (საქართველო);

გ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო)

ბ) ინტერნეტი - ღია (უფასო);

გ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“  წერილში არ იყო მითითებული სენაკის მულტიპლექსით მეშვეობით მაუწყებლობის დაწყების თარიღი და ხელმისაწვდომობა. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/2100-16, 21.06.2016წ.). შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სენაკის მულტიპლექსის საშუალებით მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2016 წლის 1 სექტემბრამდე.

კომისიის 2016 წლის 23 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს ტელეკომპანია „კავკასიის”  მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-232, 14.07.2015) მოდიფიცირება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-232, 14.07.2015)  და:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით მაუწყებლობაში დამატებით განისაზღვროს- სენაკის მულტიპლექსი;

ბ) სენაკის მულტიპლექსის საშუალებით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს: 2016 წლის 1 სექტემბერი;

2. შპს ტელეკომპანია „კავკასია” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. განემარტოს შპს ტელეკომპანია „კავკასიას”, რომ 2016 წლის 10 აგვისტოდან ძალაში შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის ახალი რედაქცია, რომლის თანახმად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს;

 4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „კავკასიისათვის” გაგზავნა               (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                         ელისო ასანიძე                                                                                                           კომისიის წევრი                                                                                   კახი ბექაური

                                                                                           

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები