„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2016 11:29
მიღების თარიღი ივნისი 30, 2016
„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე ცვლილება შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ მუხლს დაემატა აკრძალვა, რომლის თანახმად, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება ეკრძალება უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას ან მის თანამდებობის პირს. ასევე, უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა რაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდება 2016 წლის პირველი ივლისიდან.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია სალიცენზიო ან/და ავტორიზაციის განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
„მაუწყებლობის შესაბებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისობის დეკლარაცია; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემები და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცდა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია შესაბამისი ცვლილების განხორციელება კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებაში, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777) საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე: ვ. აბაშიძე, კ. ბექაური, გ. ფრუიძე; წინააღმდეგი: მ. ქათამაძე)
გადაწყვიტა:
- „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შესაბამისობის დეკლარაციის განთავსება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2016 წლის პირველი ივლისიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს (ი. მახარაძე; ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
დანართი №1
|
|
შესაბამისობის დეკლარაცია |
|
|
|
შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა №1 |
|
|
1 |
ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები |
|
|
2 |
სამაუწყებლო ლიცენზი(ებ)ის/ ავტორიზაციის ნომერი (ივსება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის მიერ) |
|
|
3 |
მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ |
|
|
4 |
ვადასტურებ ხელმოწერითა და ამ დეკლარაციის მე-5 პუნქტის მონაცემებით, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი, ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან:
|
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი
|
|
5 |
ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის, ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე. |
|
|
|
შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა №2
ივსება მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელსაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება
|
|
|
1 |
ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები
|
|
|
2 |
სამაუწყებლო ლიცენზი(ებ)ის/ ავტორიზაციის ნომერი (ივსება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის მიერ)
|
|
|
3 |
მონაცემები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ (დოკუმენტის ნომერი, მიმღები, მიღების თარიღი), რომლითაც გათვალისწინებულია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის განხორციელების უფლება |
|
|
4 |
მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ
|
|
|
5 |
ვადასტურებ ხელმოწერითა და ამ დეკლარაციის მე-6 პუნქტის მონაცემებით, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი, ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან: ბ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; დ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტია/ პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
|
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი |
|
6 |
ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის, ან/და ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე. |
|
