წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 442 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 17:14

მიღების თარიღი ივნისი 30, 2016

შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  1. I.             საქმის აღწერა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (№შ-10/3159-16; 05.04.2016) და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4489-16; 17.05.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3159-16; 05.04.2016) თანახმად, შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, შპს „საქართველოს ტელეკომმა“ კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების შესახებ. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „საქართველოს ტელეკომის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15235652; ამონაწერის მომზადების თარიღი: 09/12/2015; 11:27:02).

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (№შ-10/4489-16; 17.05.2016) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს” წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით კომისიისთვის არ მოუმართავს. ამავე სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ წილის მფლობელთა ცვლილებებს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.

შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისი. შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს „საქართველოს ტელეკომს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/1852-16; 10.06.2016)  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას   განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 16 ივნისს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/1852-16; 10.06.2016 )   ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 16 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,საქართველოს ტელეკომის“ წერილი (16.06.2016; №შ-6/5522-16), რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ 2014 წლის 5 მარტიდან კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელია გიორგი გიგინეიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2016 წლის 30 ივნისისთვის, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N03/2243-16; 27.06.2016) ეცნობა შპს „საქართველოს ტელეკომს“.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენელი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ტელეკომს“ კომისიის შეტყობინება  (N03/2243-16; 27.06.2016) 2016 წლის 28 ივნისს ჩაბარდა და შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო კომპანიის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხი, შპს „საქართველოს ტელეკომის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

  1. I.     კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
  2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3159-16; 05.04.2016) თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერით შპს „საქართველოს ტელეკომის“ შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15235652; ამონაწერის მომზადების თარიღი: 09/12/2015);
  3. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4489-16; 17.05.2016);
  4. კომისიის შეტყობინება (N03/1852-16; 10.06.2016)  და შპს „საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი;
  5. კომისიის შეტყობინება (N03/2243-16; 27.06.2016) და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,საქართველოს ტელეკომისთვის“  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. შპს „საქართველოს ტელეკომის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  7. შპს ,,საქართველოს ტელეკომის“  წერილი (16.06.2016; №შ-6/5522-16).
  8. II.    კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:
  9. 1.    პს „საქართველოს ტელეკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.05.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა);
  10. 2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, შპს „საქართელოს ტელეკომის“ 100 %-იანი წილის მფლობელი იყო "ინტერნეიშენალ ტელსელ"-ი (მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრის ამონაწერი (ამონაწერის მომზადების თარიღი:28/02/2014 12:20:49; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B14020154);
  11. 2014 წლის 5 მარტს, მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრში შპს „საქართველოს ტელეკომის“ რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შპს „საქართველოს ტელეკომის“ 100 %-იანი წილის მფლობელი "ინტერნეიშენალ ტელსელ"-ის ნაცვლად გახდა გიორგი გიგინეიშვილი (მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერი (ამონაწერის მომზადების თარიღი:05/03/2014 17:57:40; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B14021409);
  12. შპს „საქართველოს ტელეკომს“ არ მიუმართავს კომისიისთვის თავისი წილის გასხვისების  განზრახვის შესახებ. შესაბამისად,  შპს „საქართველოს ტელეკომს“   არ მიუღია კომისიისგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  13. შპს „საქართველოს ტელეკომს“ არ უცნობებია კომისიისთვის წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე კანონით განსაზღვრულ ვადაში;
  14. შპს „საქართველოს ტელეკომის“ წილის მფლობელის ცვლილებას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.
  15. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
  16. III.       გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
  17. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  18. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  19. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  20. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  21. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  22. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  23. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2014 წლის 5 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  24. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  25. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  26. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებით შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, კერძოდ, წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „საქართველოს ტელეკომის“ წილის მფლობელის ცვლილებას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია, მას არ უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში.

  1. IV.  სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე,  43-ე და  44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „საქართველოს ტელეკომს”  მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და  გ)  ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა:
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია)  შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელეკომისთვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელეკომისთვის”  ჩაბარების დღიდან;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე                                                          

კომისიის წევრი                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                              მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები