შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,კავკასუს ონლაინთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2016 10:54
მიღების თარიღი ივნისი 30, 2016
შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,კავკასუს ონლაინთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
განმცხადებელი: შპს ,,ჯეოსელი“
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,კავკასუს ონლაინი“
მოთხოვნა: შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღება, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე.
I. აღწერილობითი ნაწილი
2016 წლის 20 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა“ განცხადებით (№შ-6/5749-16; 20.06.2016) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ მათ შორის 2016 წლის 6 ივნისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინის” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა, 2016 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 258 022 ლარს.
2016 წლის 21 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5749-16; 20.06.2016) განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 30 ივნისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინს“. შეტყობინებასთან ერთად, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს” გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
2016 წლის 30 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები ი.ჭანტურია და ნ.გიორგობიანი.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ სრულად დაფარა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება, შპს ,,ჯეოსელი“ უარს აცხადებს განცხადებაზე და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5749-16; 20.06.2016) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
II. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5749-16; 20.06.2016) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისათვის“ და შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის” გაგზავნა (ი.ხარებავა);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობ დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე - 12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
