წვდომის მენიუ

შპს „სტარვიზიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 445 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2016 11:02

მიღების თარიღი ივნისი 30, 2016

შპს „სტარვიზიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სტარვიზიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5886-16 21/06/2016 და №6/6051-16, 24.06.2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1111, 04.11.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ტელემაუწყებლობის ენად დამატებით რუსული ენის განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტარვიზია” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1111, 04.11.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ა) ინტერნეტი (საქართველო);         

ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის, ბოლნისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, გორის, ხაშურის, ჭიათურას, ზესტაფონის, ქუთაისის, ხონის სამტრედიას, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ბათუმის, ბორჯომის და ახალციხის მულტიპლექსები;

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ინტერნეტი - ღია (უფასო);

ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

გ) ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელი -  (ღია) უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომას ესწრებოდა რომ  შპს „სტარვიზიის” გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სტარვიზიის”  მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1111, 04.11.2013) მოდიფიცირება. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 10 აგვისტოდან ძალაში შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის ახალი რედაქცია, რომლის თანახმად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სტარვიზიას” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1111, 04.11.2013) და:

ა) მაუწყებლობის ენებად განისაზღვროს - ქართული, რუსული;

ბ) საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტარვიზიასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება  (ნ. ჯანელიძე).

3. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2016 წლის 10 აგვისტოდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძეa

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები