წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 447 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2016 15:28

მიღების თარიღი ივლისი 05, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 05 ივლისის №48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2016 წლის 05 ივლისის №48 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ხარისხის არხის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 05 ივლისის №48 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე                                                                                

            კომისიის წევრი                                                                                კახი ბექაური                                                                                      

           კომისიის წევრი                                                                                 მერაბ ქათამაძე                                                                                 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №48 სხდომის დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი                                                                                                                   2016  წლის 05 ივლისი, 15:00 საათი

 

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.       კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.       შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ა (ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის კომისიის მიერ განსახილველად მიღების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.       შპს „ხარისხის არხის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები