წვდომის მენიუ

მოქალაქე ვახტანგ მუმლაძის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 458 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 17:33

მიღების თარიღი ივლისი 07, 2016

მოქალაქე ვახტანგ მუმლაძის განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/4156-16, 04.05.2016) მიმართა მოქალაქე ვახტანგ მუმლაძემ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 ივნისს კომისიამ წერილობით მიმართა განმცხადებელს 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ფოტოსურათი (წერილი № 06/1651-16, 07.06.2016 ჩაბარდა  ვახტანგ მუმლაძეს  2016 წლის 13 ივნისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები  არ წარმოუდგენია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის
მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1.  განუხილველად დარჩეს მოქალაქე ვახტანგ მუმლაძის   განცხადება  (№შ-9/4156-16, 04.05.2016)  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვახტანგ მუმლაძისთვის   ჩაბარებისთანავე (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ვ. აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები