შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 17:35
მიღების თარიღი ივლისი 07, 2016
შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
- I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (N10/2403-16, 15.03.2016; N10/4817-16, 24.05.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომპანიის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 12.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/2403-16, 15.03.2016) თანახმად, 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ მთელი რიგი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაცია, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე კომისიამ შპს ,,ივერია ინტერმედია“ გააფრთხილა წერილობით (№01/2015-15. 23.09.2015) და მისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კომპანიას დღემდე სრულად არ შეუსრულებია კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და კომისიის მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
2016 წლის 24 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/4817-16, 24.05.2016), რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „ივერია ინტერმედიამ“ კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილად და კომპანიას კვლავ წარმოსადგენი რჩება შემდეგი დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N7 დადგენილებით, დანართი N3);
- მნიშვნელობანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N7 დადგენილებით, დანართი N2).
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 27 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის, კერძოდ, ამ კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული და კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 2 ივნისს, რის თაობაზეც შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება შპს „ივერია ინტერმედიას“ ჩაბარდა 2016 წლის 31 მაისს .
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 9 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორი ლ. ასლანიკაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი თ. ბიკაშვილი არ იმყოფება საქართველოში და ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება, რის გამოც შპს „ივერია ინტერმედია“ მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად წარმოადგინოს კომისიაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე მოითხოვა ერთი თვით საკითხის განხილვის გადატანა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფლდა და შპს „ივერია ინტერ მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2016 წლის 7 ივლისს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ივერია ინტერმედია“ კანონის შესაბამისად გაფრთხილდა კომისიის 2016 წლის 9 ივნისის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 6 ივლისს შპს „ივერია ინტერმედიამ“ კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6509-16, 06.07.2016) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და ნაწილობრივ ინფორმაცია მნიშნველოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/ქონებრივი დეკლარაციის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 7 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორი ლ. ასლანიკაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიის მიერ 2016 წლის 6 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვის ინფორმაცია შპს „ივერია ინტერმედიას“ 51%-იანი წილის მფლობელ პარტნიორის შესახებ მონაცემები, ვინაიდან ვერ ხერხდება ასეთის მოძიება. რაც შეეხება კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გამოთხოვილ სხვა ინფორმაციას, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ სრულყოფილად არის წარმოდგენილი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №შ-10/2403-16 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 24 მაისის დამაზუსტებელი სამსახურებრივი ბარათი (N10/4817-16, 24.05.2016) ;
3. კომისიის 2015 წლის 23 სექტემბრის №01/2015-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ივერია ინტერმედიას“ შესახებ;
5. 2016 წლის 9 ივნისს დანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე შეტყობინების შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (N03/1545-16; ჩაბარების თარიღი:31.05.2016);
6. შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ 2016 წლის 6 ივლისს კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6509-16, 6.07.2016);
7. შპს „ივერია ინტერმედიას“ დირექტორის ლ. ასლანიკაშვილის ახსნა-განმარეტებები მიცემული კომისიის 2016 წლის 9 ივნისის და 7 ივლისის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ივერია ინტერმედია“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-503; ავტორიზაციის თარიღი: 11.07.2012. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა; თემატიკა: საბავშო; მაუწყებლობის ხანგძლივობა: 16 საათი; მაუწყებლობის ენა: ქართული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: სხვა ტექნოლოგია (საქართველო); საქმიანობის მოკლე აღწერილობა: ქართული საბავშო ტელევიზია, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას უყურონ გადაცემებს, ფილმებს და მულტფილმებს ქართულ ენაზე. ტელეარხზე გადის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი გადაცემები);
2. 2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (12.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;
ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;
3. 2015 წლის 13 ივლისს, კომისიამ წერილობით (№01/1355-15) აცნობა შპს „ივერია ინტერმედიას“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 2015 წლის 29 ივლისამდე კომისიაში წარმოედგინა შემდეგი ინფორმაცია:
1. მაუწყებლობის ენა/ენები;
2. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შესაბამისი მულტიპლექსის მითითებით);
ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
გ) ინტერნეტი (საქართველო);
დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველოს ან საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების - თვითმმართველი ქალაქები ან/და მუნიციპალიტეტების მითითებით);
3. მაუწყებლობის დაწყების ვადა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით);
4. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით)
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: ა) ღია (უფასო); ბ) ფასიანი.
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები: ა) უფასო; ბ) ფასიანი
ინტერნეტი: ა) უფასო; ბ) ფასიანი
მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: ა) უფასო; ბ) ფასიანი (იმ შემთხვევაში, როცა ტრანზიტული ოპერატორისთვის მაუწყებლის კონტენტი არის ფასიანი)
5. საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
6. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
7. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
8. ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
9. ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
10. ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
11. ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№3).
მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№2);
სამაუწყებლო არხის ბრენდული სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №01/1355-15 წერილი შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ვერ ჩაბარდა;
4. 2015 წლის 23 სექტემბერს, კომისიამ წერილობით (№01/2015-15) განმეორებით მიმართა შპს ,,ივერია ინტერმედიას" და აცნობა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხ. ფაქტობრივი გარემოებების პუნქტი 3). აღნიშნული წერილი შპს ,,ივერია ინტერმედიას“ ჩაბარდა 2016 წლის 27 იანვარს;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ივერია ინტერმედიას“ კომისიაში არ ჰქონდა სრულად წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:
- მნიშვნელობანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N7 დადგენილებით, დანართი N2).
6. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებასა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა და პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ავტორიზაციის პირობების დარღვევა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (12.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;
ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ივერია ინტერმედია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ასევე, კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, შპს ,,ივერია ინტერ მედიას“ მიერ, კანონით განსაზღვრული და კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში, კანონითა და კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, ასევე კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით არასრული ინფორმაციის წარმოდგენით დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის N750/18 გადაწყვეტილებით, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 26 დეკემბრის №ბს-177-170 (კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი). საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პირის მიერ ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით ან პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, სამართალდამრღვევს უნდა დაედოს ერთი სახდელი, იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ივერია ინტერმედიას“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,ივერია ინტერმედია“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა განემარტოს, რომ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას დაეკისრება ჯარიმა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 362 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 36 მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ივერია ინტერმედიას“ მიეცეს გაფრთხილება, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ივერია ინტერმედიას“ შემდეგი დოკუმენტაციის: მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N7 დადგენილებით, დანართი N2) კომისიაში 30 დღეში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
