წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასებისათვის ტესტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტექნიკური დავალების (RFP ) დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 465 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2016 13:24

მიღების თარიღი ივლისი 07, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში  დასაქმებულთა შეფასებისათვის ტესტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტექნიკური დავალების (RFP) დამტკიცების თაობაზე

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცდა კომისიის დებულება, რომლითაც შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა განაწილება.  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე” კომისიის  2016 წლის 16 ივნისის  N 411/22 გადაწყვეტილების  საფუძველზე გადაწყდა კომისიის აპარატში დასაქმებულთა კვალიფიკაციის, პროფესიული შესაძლებლობებისა და ზრდის პოტენციალის (უნარების) შეფასება ატესტაციის გზით.

ამავე გადაწყვეტილებით, კომისიის კონსულტანტს რეორგანიზაციის საკითხებში თამარ ბოკუჩავას დაევალა კომისიის აპარატის თანამშრომელთა ატესტაციის მიზნით ტესტირების მომსახურების შესყიდვისთვის შესაბამისი ტექნიკური დავალების (RFP) მომზადება და კომისიისათვის წარდგენა 2016 წლის 23 ივნისამდე.

კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ პროექტზე  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 103-ე, 104-ე, 105-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატში დასაქმებულთა კვალიფიკაციის, პროფესიული შესაძლებლობებისა და ზრდის პოტენციალის (უნარების) შეფასებისათვის ტესტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალება  (RFP),  წარმოდგენილი დანართის სახით;

2. დაევალოს  კომისიის სატენდერო  კომისიას განახორციელოს ტესტირების მომსახურების შესყიდვა  დანართში N 1-ში წარმოდგენილი დამტკიცებული ტექნიკური დავალების  (RFP-ის) შესაბამისად. 

3.  წარმოდგენილი დამტკიცებული ტექნიკური დავალების (RFP-ის) საწყის   თანხად განისაზღვროს 40,000 ლარი.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე ( www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის თავმჯდომარეს (ვ.აბაშიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                 კ.ბექაური

კომისიის წევრი                                 გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                 მ.ქათამაძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები