შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2016 10:45
მიღების თარიღი ივლისი 14, 2016
შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/5236-16, 6/5258-16, 07.06.2016წ.) მიმართა შპს “სტარვიზიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს ტელემაუწყებლობის ენად დამატებით რუსული ენის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ეს საშუალებას მისცემს კომპანიას დიასპორებს და რუსულენოვან მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ანალიტიკოსების, პოლიტიკოსების, ექსპერტების, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენელთა მოსაზრებები და ინფორმაცია უახლესი საერთაშორისო ამბების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტარვიზია” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B11 ლიცენზიას 2025 წლის 25 ნოემბრამდე, კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ- ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფ. კოორდინატ.
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
93.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41'45" E 44°47'06" |
100 |
8 |
შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/6415-16, 04/07/2016) თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 11 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტარვიზიისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
