წვდომის მენიუ

შპს „იმერ TV”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 477 / 3

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2016 10:46

მიღების თარიღი ივლისი 14, 2016

შპს „იმერ TV”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

2016 წლის 5 აპრილის (№10/3157-16) ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების სია (დანართი №1), რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერმანენტულად არ წარმოადგენენ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს ან წარმოადგენენ ნულოვან სტატისტიკურ ფორმებს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებისგან მიღებული სამსახურებრივი ბარათებიდან (№10/3674-16, 20.04.16 და №10/3342-16, 12.04.16)  გამომდინარე ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:

ა) ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებენ, არ იხდიან რეგულირების საფასურს და არ წარუდგენენ კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს შემდეგი ავტორიზებული პირები:

1. ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა;

2. შპს „იმერ TV”;

3. შპს „რეი ლაითი“;

4. შპს „ტვ XXI+“;

5. ფიზიკური პირი ჰამლეტ გეგია.

ბ) ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებენ, არ იხდიან რეგულირების საფასურს და  წარუდგენენ კომისიას ნულოვან გაანგარიშებებს შემდეგი ავტორიზებული პირები:

1. შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“;

2. შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“;

3. შპს „ტელეკომპანია ქუთაისი“;

4. შპს “ნევერლენდ თივი Neverland TV”.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №344/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იმერ TV”-ის, შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 30 ივნისის 15:00 საათი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე 2016 წლის 30 ივნისს კომისიამ გადაწყვეტილების მიღების თარიღად დაასახელა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე - 2016 წლის 14 ივლისი.

2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მარიკა აროშიძის განმარტებით შპს „იმერ TV”-მ დაიწყო ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა. კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო ბადე და 2016 წლის 27 ივნისიდან განხორციელებული მაუწყებლობის ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „იმერ TV”-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „იმერ TV”-ის დაწყებული აქვს ტელემაუწყებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „იმერ TV”-ის ავტორიზაციის (№BR-953, 15.10.2013) შეჩერების თაობაზე;

2. მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე შეჩერდეს შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციები:

ა) ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა (ავტორიზაციის №BR-1025, 25.04.2014);

ბ) შპს „რეი ლაითი“ (ავტორიზაციის №BR-1037, 20.03.2013);

გ) შპს „ტვ XXI+“ (ავტორიზაციის №BR-1119, 02.12.2013);

დ) ფიზიკური პირი ჰამლეტ გეგია (ავტორიზაციის №BR-1117, 19.11.2013);

ე) შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ (ავტორიზაციის №BR-19, 12.07.2012);

ვ) შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“ (ავტორიზაციის №BR-391, 05.07.2012);

ზ) შპს „ტელეკომპანია ქუთაისი“ (ავტორიზაციის №BR-1091, 26.08.2013);

თ) შპს ნევერლენდ თივი Neverland TV” (ავტორიზაციის №BR-1099, 26.09.2013).

3. განემარტოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იმერ TV”-ისთვის, შპს „რეი ლაითისთვის“, შპს „ტვ XXI+“-ისთვის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის“,                     შპს „ტელეკომპანია ქუთაისისთვის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ისთვის, სოფიო კუჭავასთვის და ჰამლეტ გეგიასთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

ბ) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                    მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები