წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 488 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:19

მიღების თარიღი ივლისი 21, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის

 №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 21 ივლისის №54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. 1.  კომისიის 2016 წლის 21 ივლისის №54 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2016 წლის 21 ივლისის №54 სხდომის დღის წესრიგის მე–18 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის N227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) განხილვა 2016 წლის 08 სექტემბერს, 15:00 საათზე;

3. კომისიის 2016 წლის 21 ივლისის №54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№54 სხდომის  

   

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 21 ივლისი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის   სიხშირული ზოლის  მინიჭების  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  4. შპს „ს გემბლინგ ჰოლისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  5. შპს „დაბი გრუპ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  6. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  7. შპს „რუსთავის აზოტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  8. სს „ნინოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  9. ინდ. მეწარმე „გიორგი ცარციძე-ლუდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  10. ინდ. მეწარმე  „დიანა დადეშელისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  11. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მარკუს ჰელერისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  12. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ სერგო რევინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  13. შპს ”ა-ნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობისნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „CTV-ჯორჯიას“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  15. ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  16. ფიზიკურ პირ მაკა სამუშიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი).
  17. შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის N227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები