წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირული ზოლის მინიჭების შესახებ

ნომერი: 489 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2016 16:32

მიღების თარიღი ივლისი 21, 2016

      საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის   სიხშირული ზოლის  მინიჭების  შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა კომისიას  მიმართა  განცხადებით  №0321, 08.07.2016 (მოთხოვნა დააზუსტა 15.07.2016, წერილით №0340) საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რადიოკავშირის ერთერთი სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, განცხადებაში განსაზღვრული სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სიხშირული ზოლი, თავისუფალი  რადიოსიხშირული სპექტრის (რესურსის) საზღვრებში მდებარეობს და საქართველოში გამოყენებისთვის ამ ზოლის საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის მინიჭება, შესაძლებელია.  

       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა

1.   მიენიჭოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული სიხშირული ზოლები საქართველოს ტერიტორიზე  საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის,ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

8.  გადაწყვეტილება   დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);

კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე                                 

კომისიის წევრი                                                    მ.ქათამაძე

კომისიის წევრი                                                    გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები