წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ სერგო რევინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 499 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2016 11:13

მიღების თარიღი ივლისი 21, 2016

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ სერგო რევინისთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-9/6431-16, 05.07.16) მიმართა მოქალაქე სერგო რევინმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის ხელახალი ვადით  მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ  სერგო რევინი  არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და 2006 წლის 2 ივნისის კომისიის № 232/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L1IT.  მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მის ხელახლა მინიჭებას.  

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ სერგო რევინს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:

 

რეგისტრაციის

 

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

CN - 029

 

სერგო რევინი  

 

ქ. თბილისი, ქინძმარაულის შეს., კორ.,2, ბ.34

 

 

4L1IT

 

„C“

 2.რადიომოყვარული სერგო რევინი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი  პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე სერგო რევინისთვის ჩაბარებისთანავე (ნ. ჯავახიძე);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                ვ. აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                                                                 კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 მ. ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2016  წლის 21 ივლისის  №                გადაწყვეტილების

დანართი

 

 

 

 

 

C“ კატეგორია

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz

472 – 479 kHz

10 W

1 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

 

1840 – 1850 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

 

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

2300 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

 

28000 - 29700 KHz

 

100 W

 

100HA1A

24 -24.05 GHz

5  W

24K00F3E;

24.05 -24.25 GHz

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

47 - 47.2 GHz

5  W

 

 

29200 - 29700 KHz

 

100W

 

6K00R3E

76 - 81 GHz

5  W

 

77.5 - 78 GHz

 

144 - 146 MHz

 

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

241 - 248 GHz

5  W

 

248 - 250 GHz

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები