ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:25
მიღების თარიღი ივლისი 21, 2016
ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
2016 წლის 10 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5365-16; 10.06.2016), საიდანაც ირკვევა, რომ ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ არ წარმოუდგენია შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2016 წლის პირველი კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები), 2015 წლის ფორმა 1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურებები), 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები). ამასთან, როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, მიუხედავად კომისიის 2016 წლის 23 მაისის N05/1489-16 წერილობითი შეტყობინებისა (გზავნილის კოდი: AP01000784885; ჩაბარების თარიღი: 25.05.2016; ჩაიბარა: სონია მელქონიანმა), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №შ-10/5365-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2016 წლის 6 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ გაეგზავნა შეტყობინება (№03/2511-16; 06.07.2016) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ ჩაბარდა 2016 წლის 11 ივლისს (ჩაიბარა: კარაპეტ მელქონიანმა).
კომისიის 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ 2016 წლის 13 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6805-16) განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანია ითხოვს ავტორიზაციის შეჩერებას 6 თვის ვადით.
საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით კომისიის 2016 წლის 14 ივლისის სხდომა გადაიდო და ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 21 ივლისი, 15 საათი.
ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 15 ივლისის N03/2683-16 შეტყობინებით. კომისიის 2016 წლის 15 ივლისის N03/2683-16 შეტყობინება, ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ ჩაბარდა 2016 წლის 16 ივლისს (გზავნილის კოდი: AP01001164709; ჩაიბარა: კ. მელქონიანმა).
2016 წლის 19 ივლისს კომისიაში შემოვიდა ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7197-16; 19.07.2016) განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2016 წლის 15 ივლისის მდგომარეობით სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული (განხილვის მომენტისათვის კომპანიამ სრულად აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი) და შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიის 2016 წლის 21 ივლისის სხდომაზე ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №შ-10/5365-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2016 წლის 23 მაისის №05/1489-16 წერილი და აღნიშნული წერილის ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01000784885);
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;
- კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ შესახებ მონაცემები;
- ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ 2016 წლის 13 ივლისის Nშ-6/6805-16 განცხადება;
- ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ 2016 წლის 19 ივლისის Nშ-6/7197-16 განცხადება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 5/03/2015; მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 5/03/2015);
- ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- კომისიის 2016 წლის 23 მაისის N05/1489-16 წერილით ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ განემარტა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით. ამასთან, კომპანიას მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება;
- 2016 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკამ“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის პირველი კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები), 2015 წლის ფორმა 1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურებები), 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები);
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,ომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მიერ 2016 წლის 15 ივლისის მდგომარეობით შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე , 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ააიპ „რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
