წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 506 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2016 15:37

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №55 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №55 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 28 ივლისი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  3. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  4. ააიპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  5. შპს ”დეტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  6. შპს „სმარტ რუსთაველისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  7. შპს „იალჩინმარკეტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  8. შპს ”ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  9. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ალექსანდრე ქავთარაძისთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  10. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისადა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  11. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს ”მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „იმკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  15. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
  17. სს „მობიტელსა“ და შპს „მაგთიკომს“ დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  18. შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  19. შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  20. შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პახუსისმგებლობის დაკისრების  შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  21. შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმების, შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის  და კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  22. ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  23. მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები