შპს ,,ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2016 10:58
მიღების თარიღი ივლისი 28, 2016
შპს ,,ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I.საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5512-16; 15.06.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ჯეო-ტივის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5512-16, 15.06.2016) თანახმად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2016 წლის 10 მაისს განხორციელდა შპს „ჯეო-ტივის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის ტექნიკოსი მ. ინჩქიტიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N24. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ჯეო-ტივი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, “Россия К”, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”, “TV 1000 premium”, “Discovery”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “NAture”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”,“Новое Кино”, “Карусель”, “ID”, “Cartoon network”, “Diacovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Шансон ТВ”, “РТР планета”, “Детский Мир”, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “Наше Кино”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, “Охота и Рыбалка”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “ORT”, “Shant tv”, “RTVi”, “Арена”.
კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”, “TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv”, “Арена”.
შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 14 ივლისი. შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/2629-16; 8.07.2016) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული შეტყობინება შპს „ჯეო-ტივის“ 2016 წლის 12 ივლისს ჩაბარდა, რაც კომპანიის დირექტორის თ. ოთარაშვილის ხელმოწერით დასტურდება. შეტყობინებით შპს „ჯეო-ტივის“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 13 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეო-ტივის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6785-16, 13.07.2016) 2016 წლის 14 ივლისს ჩანიშნული სხდომის ორი კვირით გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 ივლისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ჯეო-ტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადგების თაობაზე. შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხივლვა გადატანილ იქნა 2016 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე. აღნშნულის თაობაზეც შპს „ჯეო-ტივი“ გაფრთხილდა შეტყობინებით, რომელიც მას 2016 წლის 18 ივლისს ჩაბარდა.
შპს ,,ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 28 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა კომპანიის დირექტორი თ. ოთარაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ შპს „ჯეო-ტივის“ მიერ ხორციელდება სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
II.კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის N10/5512-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 მაისის შემოწმების აქტი N24;
3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
5. შპს „ჯეო-ტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. შპს „ჯეო-ტივის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- 7. შპს „ჯეო-ტივის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
8. შპს „ჯეო-ტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე.
III.კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ჯეო-ტივი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 30/05/2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);
- 2016 წლის 10 მაისს, 16:25 საათზე, შპს „ჯეო-ტივის“ ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, გუმათჰესის N2, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,ჯეო-ტივის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №24. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე მ.ინჩქიტიძე;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, შპს ,,ჯეო-ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას:„საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, “Россия К”, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discovery”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “NAture”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”,“Новое Кино”, “Карусель”, “ID”, “Cartoon network”, “Diacovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Шансон ТВ”, “РТР планета”, “Детский Мир”, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “Наше Кино”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, “Охота и Рыбалка”, „MGM“, “Роман”,“Бетселер”,“ORT”, “Shant tv”, “RTVi”, “Арена”;
- 2016 წლის 10 მაისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 10 მაისის №24 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს ,,ჯეო-ტივის“ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv”, “Арена”;
- შპს ,,ჯეო-ტივის“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
- შპს „ჯეო-ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
„ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდგაცნობისათვისსაჯაროგადაცემისუფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორისუფლებასნაწარმოებთანდაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობისორგანიზაციასუფლებააქვსნებადართოსანაკრძალოსთავისიგადაცემებისრეტრანსლაცია;
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „ჯეო-ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 28 ივლისს კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv”, “Арена” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ჯეო-ტივის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯეო-ტივის“ უნდა აეკრძალოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv” , “Арена” საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: არამართლზომიერი ტრანზიტი.
V.სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ჯეო-ტივის“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „ჯეო-ტივიმ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv”, “Арена” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეო-ტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ჯეო-ტივისთვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეო-ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ჯეო-ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
