წვდომის მენიუ

შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 523 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2016 10:45

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

2016 წლის 16 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის №შ-10/5565-16 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალა: კომისიაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2016 წლის 11 მაისს შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №26;  ვიდეო ჩანაწერი - 1 CD. 2 ეგზ; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; შპს „ალიანსი ტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 9 ფურც.), რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2016 წლის 11 მაისს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №26. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, შუამთის ქ. N15. შპს „ალიანსი ტივის“ ოფისში, შემოწმებას ესწრებოდა კომპანიის მენეჯერი მაია ბერუაშვილი.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ალიანსი ტივი“  საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”,  „კომედი არხი“,  „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “ORT”, “РТР планета”, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”, “Детский Мир”, “Карусель”, “Nickelodeon”, “Россия К”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“, “RTVi”, “РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Шансон ТВ”, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “Охота и Рыбалка”, “World Fashion”, “ТВЦ”.   

შპს „ალიანსი ტივის“ 2016 წლის 16 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion”, “ТВЦ”.   

შესაბამისად, შპს „ალიანსი ტივის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს  მიაჩნია, რომ შპს „ალიანსი ტივის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (16.06.2016; Nშ-10/5565-16) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 8 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 19 ივლისს 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ალიანსი ტივის“ ეცნობა შეტყობინებით (8.07.2016; №03/2607-16), რომელიც მას გაეგზავნა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 8 ივლისის N03/2607-16 შეტყობინება შპს „ალიანსი ტივის“ ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 12 ივლისს (ჩაიბარა: შპს „ალიანსი ტივის დირექტორმა -თ. ოთარაშვილმა).

2016 წლის 14 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „ალიანსი ტივის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6867-16; 14.07.2016) განცხადება, რომლის შესაბამისად, შპს „ალიანსი ტივი“ ითხოვს 2 კვირის ვადით საკითხის განხილვის გადადებას.

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის   სხდომაზე შპს „ალიანსი ტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „ალიანსი ტივის“ 2016 წლის 14 ივლისის  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6867-16; 14.07.2016) წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს „ალიანსი ტივის“ შუამდგომლობა  შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე  და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 28 ივლისი, 15:00 საათი.

შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ შპს „ალიანსი ტივის“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 25 ივლისის N03/2777-16 შეტყობინებით.   კომისიის 2016 წლის 25 ივლისის N03/2777-16 შეტყობინება,  შპს „ალიანსი ტივის“ ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 25 ივლისს (ჩაიბარა: თ. ოთარაშვილმა).

კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ალიანსი ტივის“ დირექტორი თამაზ ოთარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ უცხოურ სამაუწყებლო არხებთან დაკავშირებით აღიარებს სამართალდარღვევის ფაქტს, ხოლო რაც შეეხაბა ქართულ სამაუწყებლო არხებს, თამაზ ოთარაშვილის განმარტებით, მათი მოთხოვნით  ახორციელებდა ზემოაღნიშნული არხების ტრანზიტს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის №შ-10/5565-16 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 11 მაისის  შემოწმების აქტი №26;

3. შემოწმების დამსწრე მოწმის მაია ბერუაშვილის პირადობის მოწმობის ასლები;

4. შპს „ალიანსი ტივის“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD დისკი);

5. შპს „ალიანსი ტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 9 ფურც.;

6.  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ალიანსი ტივის“ შესახებ;

7. შპს „ალიანსი ტივის“ 2016 წლის 14 ივლისის Nშ-6/6867-16 განცხადება (შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე);

8. შპს „ალიანი ტივის“ დირექტორის თ. ოთარაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე.

III. კომისიისმიერდადგენილიფაქტობრივიგარემოებები

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ალიანსი ტივი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:                კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. 2016 წლის 11 მაისს, 11:15 საათზე განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“  შემოწმება ქ.თბილისში, მისამართზე: შუამთის ქ. N15 შპს „ალიანსი ტივის“  ოფისში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა შპს „ალიანსი ტივის“ მენეჯერი მაია ბერუაშვილი (პირადი №010120XXXXX). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №26. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე –მაია ბერუაშვილი;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 11 მაისს შპს „ალაინსი ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”,  „კომედი არხი“,  „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “ORT”, “РТР планета”, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”, “Детский Мир”, “Карусель”, “Nickelodeon”, “Россия К”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“, “RTVi”, “РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Шансон ТВ”, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “Охота и Рыбалка”, “World Fashion”, “ТВЦ”.   

4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 11 მაისის N26 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD) დისკით;

5. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს „ალიანსი ტივის“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion”, “ТВЦ”. შესაბამისად, შპს  „ალიანსი ტივის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად;

6. შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არისნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion”, “ТВЦ”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ალიანსი ტივის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს „ალიანსი ტივის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ალიანსი ტივის“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:„საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion”, “ТВЦ”-ს არამართლზომიერი ტრანზიტი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „ალიანსი ტივის“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.   შპს „ალიანსი ტივიმ“ უზრუნველყოს სამაუწებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion”, “ТВЦ”-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალიანსი ტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალიანსი ტივისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „ალიანსი ტივისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ( გ. კვერენჩხილაძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები