წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 524 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2016 13:04

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

2016 წლის 20 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის №შ-10/4691-16 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალა: კომისიაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2016 წლის 26 აპრილს შპს „TV ERA“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №21; 2016 წლის 26 აპრილს შპს „TV ERA“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №22; ვიდეო ჩანაწერი - 2 CD. 2 ეგზ; შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობის ასლები; შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 88 ფურც.; აბონენტის გადახდის ქვითარი - 4 ფურც.; კომისიის 2014 წლის 20 მარტის N04/586-14 წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; სს „სილქნეტის“ 2016 წლის 12 აპრილის Nშ-6/3339-16 გაცხადება; საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/3442-16 და 2016 წლის 19 მაისის შ-64597-16 განცხადებები; შპს „TV ERA“-ს ვებ-გვერდიდან ამონაბეჭდი (screen shot) - 2 ფურც.), რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2016 წლის 12 და 14 აპრილს კომისიას განცხადებებით მომართეს  სს „სილქნეტმა“ და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3339-16 და Nშ-6/3442-16). სს „სილქნეტის“ განცხადებით შპს „TV ERA“ მომხმარებელს სთავაზობს ისეთი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, რომელთა მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილება არ გააჩნია, კერძოდ: GMG-ფეხბურთი, GMG-სპორტი1, GMG-სპორტი2, GMG-კინო1, GMG-კინო2. ხოლო, საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ განცხადებით, კომპანიასა და შპს „TV ERA“-ს შორის 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება შეწყვეტილია, რის თაობაზეც წერილობით ეცნობა შპს „TV ERA“-ს, მიუხედავად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა, კომპანია უკანონოდ ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხის ტრანზიტს: „TV 1000 action”, “History”, “Viasat sport”, „Еврокино“, “Иллюзион +”,“СТС”,“TV 3”, „ТНТ 4”(comedy).

 2016 წლის 26 აპრილს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტები №21 და №22. შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N124, ბ. N44  და ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის  ქ.N69, ბ.N44  შპს „TV ERA“-ს  აბონენტებთან: გივი ფაღავასთან, მცხოვრები ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N 124, ბ. N 44 და ვახტანგ კინწმარიშვილთან, მცხოვრები ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის  ქ. N69, ბ. N44.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს  „TV ERA“  საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Disney“, “GDS“,“აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, “კომედი არხი“, „ქართული არხი“,  „მარაო“, „ERA“, “Show”,  “футбол 2”, „ტვ პირველი“, “Шансон ТВ”, “Euronews”, „პალიტრა“, “RTVi”, “Боец ТВ”, „Авто +“, „ენკი-ბენკი“, „ობიექტივი“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, „STV“ (тв бульвар), “ПРемиера”, “History”, Кино плюс”,  “Домашний”, “Наш футбол,” „Бетселлер“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 1000 action”, “Музыка”, “СТС”, „Индия ТВ“,  “TV 3”, „ТНТ 4”(comedy), „ტელეარხი 25“, “Кухня ТВ”, “Моя планета”, “Иллюзион +”, “Сарафан“, “Интер +”, “РЕН ТВ”, „Киноклуб“, „ТНТ“, “Карусель”,  “футбол 3”, „Арена“, „დრო“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “Детский мир”,  “Новое Кино”, “Setanta sport”, “Viasat sport”, “Охота и Рыбалка”, „Игра“, “NBC”, “МИР”, „ერთსულოვნება“,  „C1“.

შპს „TV ERA“-ს  2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Show”, “футбол2”, „ტვ პირველი“, „ენკი-ბენკი“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”,“Интер +”,“РЕН ТВ”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“, „Россия К”, “Че”,“Viasat sport”, “Игра”, “NBC”, „ერთსულოვნება“,  „C1”. შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „TV ERA“-ს  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს “TV ERA”-ს ვებ-გვერდის შემოწმება და გამოირკვა, რომ “TV ERA” მომხმარებელს სთავაზობს იმ სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია, კერძოდ: „C1”,“Интер +”, „Fashion one“, СТС”, “Спорт союз”, „24 Техно“, „Viasat Nature“, “Viasat History”, “საქართველო” (არ არსებობს მსგავსი დასახელების მაუწყებელი), „Еврокино“, „ПИК“ (შეჩერებული აქვს მაუწყებლობა), „რეალ ტვ“ (აღარ მაუწყებლობს), GMG-ფეხბურთი, GMG-სპორტ 1,  GMG-სპორტ 2,  GMG-კინო 1, GMG-კინო 2, “Наш футбол,” „Феникс Кино“, “TV 1000 action”, “TV 1000”, “TV 1000 ru”, “TV 9”, “Иллюзион +”, „ТНТ”, „ТНТ 4”(comedy), „Россия К”, “Music Box Ru”, “Da vinchi”, „ენკი-ბენკი“.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა  კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება, ხოლო ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება განმარტებულია, როგორც მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (20.05.2016; Nშ-10/4691-16) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 16 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 30 ივნისს 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „TV ERA“-ს ეცნობა შეტყობინებით (16.06.2016; №03/2044-16), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად (გზავნილის კოდი: AP01000879765). მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 16 ივნისის N03/2044-16 შეტყობინება შპს „TV ERA“-ს ჩაბარდა 2016 წლის 17 ივნისს (ჩაიბარა: შპს „TV ERA“-ს მთავარმა სპეციალისტმა ნანა ჩხარტიშვილმა).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივნისის Nშ-10/6158-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 და 21 ივნისს განცხადებებით N74 და N78 (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/5306-16 და N შ-6/5853-16) შპს „TV ERA“-მ კომისიაში დამატებით წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „TV ERA“-ს მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „ენკი-ბენკი“, „HTB“, “Inter +”, “Россия К”, “C 1”.

შპს „TV ERA“-მ 2016 წლის 29 ივნისს Nშ-6/6182-16 განცხადებით კომისიაში დამატებით წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცი: 1. „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 27 ივნისის  სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ  „ერთსულოვნებას“ ტრანზიტის ნებართვის თაობაზე; 2. შპს „ტელეკომპანია პირველის“ 2016 წლის 27 ივნისის სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ  „ტვ პირველის“ ტრანზიტის უფლების თაობაზე; 3. შპს „ნიუ კონტენტსა“ და შპს „TV ERA“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებული რეტრანსლაციის მომსახურების ხელშეკრულების  დამატება N2, რომლის შესაბამისად,  შპს „TV ERA“-ს მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხ „Рен ТВ“-ს ტრანზიტის უფლება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს  „TV ERA“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

2016 წლის 30 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის ნინო კოსტავას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6237-16; 30.06.2016) განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის 2016 წლის 28 ივნისის წერილი). Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის 2016 წლის 28 ივნისის წერილში აღნიშნულია, რომ „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“, რომელიც აწარმოებს და ავრცელებს სატელევიზიო არხებს „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებას „NHL“-ის თამაშებზე და მის დამხმარე პროგრამებზე. „NBC“-ის არხის ლოგოს შეიცავს „NHL“-ის ზოგიერთი მატჩის საერთაშორისო სიგნალი „NHL“-სა და „NBC“-ის შორის შეთანხმების საფუძველზე. კომპანია იღებს სიგნალს აღნიშნული ლოგოთი და ტექნიკურად მისი მოცილება შეუძლებელია. „NBC“-ის ლოგოთი „NHL“-ის მატჩი არ წარმოადგენს „NBC“-ის არხის რეტრანსლაციას, თუმცა ისინი ჩართულია სატელევიზიო არხების - „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ ჩვეულებრივ სიგნალში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის   სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „TV ERA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები ნინო კოსტავა, შალვა ნადირაძე და დავით ბასლანძე. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ განაცხადა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში დაფიქსირებულ სამაუწყებლო არხ „NBC“-ს ტრანზიტს შპს „TV ERA“ არ ახორციელებს, რაც დასტურდება მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტით („Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის 2016 წლის 28 ივნისით დათარიღებული წერილი), რომელშიც აღნიშნულია, რომ „NBC“-ის ლოგოთი „NHL“-ის მატჩი არ წარმოადგენს „NBC“-ის არხის რეტრანსლაციას, თუმცა ისინი ჩართულია სატელევიზიო არხების - „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ ჩვეულებრივ სიგნალში. დავით ბასლანძემ განაცხადა, რომ  შპს „TV ERA“-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს სამაუწყებლო არხების „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“-ის მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ ასევე განაცხადა, რომ  სს “სილქნეტის“ განცხადებით შპს „TV ERA“ საკუთარი ვებ -გვერდის მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს იმ სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, რომლის უფლებამოისლება არ გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ბასლანძემ განმარტა, რომ შემოწმებით დადასტურდა, რომ შპს „TV ERA“, განცხადებაში მითითებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტს არ ახორციელებს, ხოლო რაც შეეხება მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებას, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვებ-გვერდი პერიოდულად ახლდება და სს „სილქნეტს“ ნანახი აქვს მოძველებული ინფორმაცია. დავით ბასლანძემ განმარტებები გააკეთა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ განცხადებებთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ შპს „TV ERA“-ს საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ გაფორმებული ჰქონდა 2014 წლის პირველ სექტებმერს ხელშეკრულება რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე და ამავდროულად მხარეებს შორის გაფორმებულია 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია. როგორც დავით ბასლანძემ აღნიშნა, შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში დაფიქსირებულ სამაუწყებლო არხების: „Еврокино“, “TV 1000 action”, “Иллюзион +” და  Viasat sport”-ის  რეტრანსლირება შპს „TV ERA“-ს მიერ ხორციელდება მართლზომიერად, ვინაიდან 2014 წლის პირველ მაისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადის ავტომატური გაგრძელების პირობას, თუ მხარეები წერილობით არ აცნობებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც საერთაშორისო კამპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ არ განუხორციელებია. საერთაშორისო კამპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ წერილობით აცნობა შპს „TV ERA“-ს მხოლოდ 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის პირველ მაისს და 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვეტილია, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და მათი პოზიციის წარმოსადგენად, ლიკა გახარიამ ითხოვა საკითხის განხილვის გადადება.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომა გადაიდო საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით და შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ გნისაზღვრა 2016 წლის 7 ივლისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე მხაარეები სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისიის 2016 წლის 7 ივლისის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ ითხოვა საკითხის განხილვის გადადება 2016 წლის 19 ივლისამდე.

კომისიის 2016 წლის 7 ივლისის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადდების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს „TV ERA“-ს შუამდგომლობა  შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე  და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 19 ივლისი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე მხარეები სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV ERA“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის სატელევიზიო არხის ტრანზიტით გვრცელების თაობაზე 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „კომპანიის“ მიერ „ტრანზიტორისთვის“ სატელევიზიო არხის ტრანზიტზე არა განსაკუთრებული, არა ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, იმ წესითა და პირობებით, როგორც ეს არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სატელევიზიო არხის(ების) ტრანზიტის უფლება ვრცელდება მხოლოდ „ტრანზიტორის“ სამოქმედო ტერიტორიაზე და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო, ამავე ხელშეკრულების  მე-10 პუნქტის 10.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეებს შორის და იგი აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებას თუ სხვა რაიმე გარიგებას.  

2016 წლის 19 ივლისს შპს „TV ERA”-ს წარმომადგენელმა ნინო კოსტავამ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7157-16; 19.07.2016) წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება N2/716-2015.

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „TV ERA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები ნინო კოსტავა, დავით ბასლანძე და შალვა ნადირაძე. სხდომას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი ლიკა გახარია.

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დავით ბასლანძემ განაცხადა, რომ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულებისა და პირველი სექტემბრის ხელშეკრულებებში მე–10  პუნქტის 10.6 ქვეპუნქტი არის ერთნაირი. რომელშიც აღნიშნულია – „მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეებს შორის და იგი აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებასა თუ სხვა რაიმე გარიგებას“. ხელშეკრულება შედგება ხელშეკრულების საგნიდან, რომელიც არის მხარეთა შეთანხმების მთავარი პირობა. ხელშეკრულების საგანი და საკითხი ამ შემთხვევაში ერთია. 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულებას თან ერთვის ხელშეკრულების საგანი დანართის სახით, რომელიც შეიცავს არხების ჩამონათვალს.  დანართი ასევე აქვს 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრუელბას, რომელშიც ჩამოთვლილია სხვა საგანი. ანუ საგანი და ხელშეკრულების საკითხი ორივე  შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, ეს ორი ხელშეკრულება არ არის ერთსა და იმავე საგანზე. როდესაც ერთი მათგანი (01.09.14) აუქმებს ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა შეთანხმებებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუქმებს პირველი მაისის ხელშეკრულებას, ვინაიდან ის განსხვავებულ საკითხს ეხება. ამასთან დაკავშირებით იყო დავა სასამართლოში და არის სასამართლო გადაწყვეტილება.

დავით ბასლანძემ აღნიშნა, რომ 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, მიუთითა შემდეგი: სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, შპს „TV ERA”-ს და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის ახალი ხელშეკრულების დადების მიუხედავად, 2016 წლის პირველი სექტემბრიდან, გაგრძელდა სატელევიზიო არხების ტრანზიტის განხორციელება მხოლოდ ანალოგური მაუწყებლობის რეჟიმში. შესაბამისად, მხარეთა შორის ანგარიშწორებაც უნდა მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის მიწოდების დროს მხარეთა შორის არსებული ტარიფით.

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე საერთაშორის კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ სასამართლოში დავა იყო ფინანსურ ვალდებულებებზე, დავა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ მოიგო, სასამართლომ დაადასტურა, რომ შპს „TV ERA”-ს ჰქონდა ფინანსური ვალდებულება. ლიკა გახარიამ განაცხადა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულებაზე და საავტორო და მომიჯნავე უფლებების თაობაზე. მისი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება მიმდინარე განხილვასთან კავშირში არ არის. ლიკა გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას კომისიაში წარმოდგენილი აქვს სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შპს „TV ERA”-სთვის გაგზავნილი წერილი. ელექტონული წერილით მაისის ხელშეკრულების შეწყვეტაზე შპს „TV ERA”-სთვის არ ყოფილა გაგზავნილი, ვინაიდან სექტემბერში დაიდო ხელშეკრულება, რომლის 10.6 პუნქტით შეწყდა მაისის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იგივეა, განსხვავება კონტენტშია, არხების ჩამონათვალში, განსხვავება ჩამონათვალში მხოლოდ 2 არხია („Ru TV“, „Comedy TV“).

კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომა გადაიდო საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით და შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა  2016 წლის 28 ივლისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე მხარეები სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 19 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7157-16;19.07.2016) შპს „TV ERA”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის N2/716-2015 გადაწყვეტილებაში (მოსარჩელე - „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“; მოპასუხე - შპს „TV ERA“; დავის საგანი - თანხის დაკისრება. ასევე, მოსარჩელე (შგებებულ სარჩელში) - შპს „TV ERA“; მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) -  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“; დავის საგანი - მხარეებს შორის 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება) ფაქტობრივ გარემოებებში  უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეულია, რომ 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულების 10.6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და ის აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხზე არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებასა თუ გარიგებას. ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „TV ERA“-ს და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე.

კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლები შალვა ნადირაძე და დავით ბასლანძე, სხდომაზე ასევე გამოცხადდა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი ირაკლი ჟორჟოლიანი.

კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე დავით ბასლანძემ განაცხადა, რომ შპს „TV ERA”-ს აზრით, 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ამ ხელშეკრულების შესაბამისად დააკისრა სასამართლომ თანხის გადახდა, რითაც დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა. გარკვეული თანხა კომპანიას ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ჰქონდა. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ მიერ ინვოისის წარმოდგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს გადახდა. მხარეს ინვოისი არ წარმოუდგენია, ამიტომაც დღეის მდგომარეობით ეს თვეები გადახდილი არ არის. 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ მიმართავს მისი შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, დავით ბასლანძის განმარტებით, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად.

 კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რასაც კომისია განიხილავს. სასამართლოს დავა ეხებოდა დავალიანებას. სასამართლოს დავის და კომისიის მიერ განსახილველ საკითხებს შორის დგას მხოლოდ მხარის მოთხოვნა 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც შეწყვეტილია.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის  №შ-10/4691-16 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 26 აპრილის შემოწმების აქტი №21;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 26 აპრილის შემოწმების აქტი №22;

4. შემოწმების დამსწრე მოწმის გივი ფაღავას და ვახტანგ კინწმარიშვილის პირადობის მოწმობის ასლები;

5.  შპს „TV ERA“-ს აბონენტების (გივი ფაღავა და ვახტანგ კინწმარიშვილი) გადახდის ქვითრები;

6.  შპს „TV ERA“-ს შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 2 (CD);

7. სს „სილქნეტის“ 2016 წლის 12 აპრილის Nშ-6/3339-16 გაცხადება;

8. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/3442-16 და 2016 წლის 19 მაისის შ-64597-16 განცხადებები;

9. შპს „TV ERA“-ს ვებ-გვერდიდან (http://tvera.ucoz.com/) ამონაბეჭდი (screen shot) - 2 ფურც;

10. შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 88 ფურც.;

11. კომისიის 2014 წლის 20 მარტის  N 04/586-14 წერილი და ამ წერილის შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040009186039); 

12.  კომისიის მიერ შპს „TV ERA“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (16,06,2016; №03/2044-16) და ამ შეტყობინების შპს „TV ERA“-ს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01000879765);

13. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „TV ERA“-ს შესახებ;

14. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივნისის  Nშ-10/6158 -16 სამსახურებრივი ბარათი;

15. შპს „TV ERA“-ს 2016 წლის 29 ივნისის Nშ-6/6182-16 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით - 4 ფურც;

16. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,, TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაზავნილის კოდი: 806);

17. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს ,, TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:010003897281);

18. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის ნინო კოსტავას 2016 წლის 30 ივნისის Nშ-6/6237-16 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის 2016 წლის 28 ივნისის წერილი) – 4 ფურც.;

19. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის ნინო კოსტავას 2016 წლის 19 ივლისის Nშ-6/7157-16 განცხადაბა თანდართული დოკუმენტაციით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება N2/716-2015)-11 ფურც.;

20. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე;

21. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის ლიკა გახარიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე;

22. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე;

23.  საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის ლიკა გახარიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის სხდომაზე;

24. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე;

25. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის ირაკლი ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

 

2. 2016 წლის 26 აპრილს, 18:30 საათზე განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  შემოწმება ქ.ბათუმში, მისამართზე: პუშკინის ქ. N124, ბ. 44 შპს „TV ERA“-ს  აბონენტ გივი ფაღავასთან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მოწმე:  გივი ფაღავა (პირადი №610010XXXXX). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №21. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე – გივი ფაღავა;

3. 2016 წლის 26 აპრილს, 19:15 საათზე განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  შემოწმება ქ.ბათუმში, მისამართზე: ჯავახიშვილის ქ. N69, ბ. 44 შპს „TV ERA“-ს  აბონენტ ვახტანგ კიწმარიშვილთან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მოწმე:  ვახტანგ კიწმარიშვილი (პირადი №610030XXXXX). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №22. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე – ვახტანგ კიწმარიშვილი;

4. ზემოაღნიშნული შემოწმების (N21 და N22 შემოწმების აქტები) შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 26 აპრილს შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Disney“, “GDS“,“აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, “კომედი არხი“, „ქართული არხი“,  „მარაო“, „ERA“, “Show”,  “футбол 2”, „ტვ პირველი“, “Шансон ТВ”, “Euronews”, „პალიტრა“, “RTVi”, “Боец ТВ”, „Авто +“, „ენკი-ბენკი“, „ობიექტივი“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, „STV“ (тв бульвар), “ПРемиера”, “History”, Кино плюс”,  “Домашний”, “Наш футбол,” „Бетселлер“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 1000 action”, “Музыка”, “СТС”, „Индия ТВ“,  “TV 3”, „ТНТ 4”(comedy), „ტელეარხი 25“, “Кухня ТВ”, “Моя планета”, “Иллюзион +”, “Сарафан“, “Интер +”, “РЕН ТВ”, „Киноклуб“, „ТНТ“, “Карусель”,  “футбол 3”, „Арена“, „დრო“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “Детский мир”,  “Новое Кино”, “Setanta sport”, “Viasat sport”, “Охота и Рыбалка”, „Игра“, “NBC”, “МИР”, „ერთსულოვნება“,  „C1“;

5. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 26 აპრილის N21 და N22 შემოწმების აქტებით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 2 (CD);

6. 2016 წლის 9 და 21 ივნისს განცხადებებით N74 და N78 (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/5306-16 და N შ-6/5853-16) შპს „TV ERA“-მ კომისიაში დამატებით წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „TV ERA“-ს მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „ენკი-ბენკი“, „HTB“, “Inter +”, “Россия К”, “C 1”. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში 2016 წლის 9 და 21 ივნისამდე წარმოდგენილი არ ყოფილა.

7. 2016 წლის 29 ივნისის Nშ-6/6182-16 განცხადებით შპს „TV ERA“-მ კომისიაში დამატებით წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“ (მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება მოპოვებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პერიოდში) და „Рен ТВ“-ს (2016 წლის 29 ივნისამდე რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა);

8. Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის 2016 წლის 28 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“, რომელიც აწარმოებს და ავრცელებს სატელევიზიო არხებს „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებას „NHL“-ის თამაშებზე და მის დამხმარე პროგრამებზე. „NBC“-ის არხის ლოგოს შეიცავს „NHL“-ის ზოგიერთი მატჩის საერთაშორისო სიგნალი „NHL“-სა და „NBC“-ის შორის შეთანხმების საფუძველზე. კომპანია იღებს სიგნალს აღნიშნული ლოგოთი და ტექნიკურად მისი მოცილება შეუძლებელია. „NBC“-ის ლოგოთი „NHL“-ის მატჩი არ წარმოადგენს „NBC“-ის არხის რეტრანსლაციას, თუმცა ისინი ჩართულია სატელევიზიო არხების - „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ ჩვეულებრივ სიგნალში; შპს „TV ERA“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს სამაუწყებლო არხ „Setanta Sport“ და „Setanta Sport+“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

8.  2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 12.03.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;

9.  ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „TV ERA“-ს  ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 17.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

10. შპს „TV ERA“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „კომპანიის“ მიერ „ტრანზიტორისთვის“ სატელევიზიო არხის ტრანზიტზე არა განსაკუთრებული, არა ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, იმ წესითა და პირობებით, როგორც ეს არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სატელევიზიო არხის(ების) ტრანზიტის უფლება ვრცელდება მხოლოდ „ტრანზიტორის“ სამოქმედო ტერიტორიაზე და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო, ამავე ხელშეკრულების  მე-10 პუნქტის 10.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეებს შორის და იგი აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა წინა შთანხმებას, ხელშეკრულებას თუ სხვა რაიმე გარიგებას; 

11. შპს „TV ERA”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის N2/716-2015 გადაწყვეტილებაში (მოსარჩელე - „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“; მოპასუხე - შპს „TV ERA“; დავის საგანი - თანხის დაკისრება. ასევე, მოსარჩელე (შგებებულ სარჩელში) - შპს „TV ERA“; მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) -  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“; დავის საგანი - მხარეებს შორის 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება) ფაქტობრივ გარემოებებში  უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეულია, რომ 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულების 10.6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და ის აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხზე არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებასა თუ გარიგებას. ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „TV ERA“-ს და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე;

12. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: “Show”, “футбол2”, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“,  “Че”, “Viasat sport”, “Игра”. შესაბამისად, შპს  „TV ERA“-ს  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად;

13. შპს “TV ERA”-ს ვებ-გვერდის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ “TV ERA” მომხმარებელს სთავაზობს იმ სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია, კერძოდ: „C1”, „СТС“, “Спорт союз”, „24 Техно“, „Viasat Nature“, “Viasat History”, “საქართველო” (არ არსებობს მსგავსი დასახელების მაუწყებელი), „Еврокино“, „ПИК“ (შეჩერებული აქვს მაუწყებლობა), „რეალ ტვ“ (აღარ მაუწყებლობს), GMG-ფეხბურთი, GMG-სპორტ 1,  GMG-სპორტ 2,  GMG-კინო 1, GMG-კინო 2, “Наш футбол,” „Феникс Кино“, “TV 1000 action”, “TV 1000”, “TV 1000 ru”, “TV 9”, “Иллюзион +”, „ТНТ”, „ТНТ 4”(comedy), “Music Box Ru”, “Da vinchi”. შესაბამისად, დარღვეულია კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;

14. შპს „TV ERA“-ს  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არისნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  11. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
  12. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება;
  13. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV ERA“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე 2014 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-10 პუნქტის 10.6 ქვეპუნქტის შესაბამისად,  მხარეები შეთანხმდენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეებს შორის და იგი აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებას თუ სხვა რაიმე გარიგებას, რაც ასევე, შპს „TV ERA”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის N2/716-2015 გადაწყვეტილებაში ფაქტობრივ გარემოებებში  უდაო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული.   ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „TV ERA“-ს და „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა 2014 წლის პირველი სექტემბრის ხელშეკრულებით, ხოლო ვინაიდან 2014 წლის სექტემბრის ხელშეკრულებაც გაუქმებულია. დღეის მდგომარეობით შპს „TV ERA“-ს საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობები არ გააჩნია, შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს  მიერ   სამაუწყებლო არხების: „Еврокино“, “History”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, “Viasat sport” რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  “Show”, “футбол2”, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, ”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“,  “Че”,“Viasat sport”, “Игра”, „ერთსულოვნება“ და „ტვ პირველის“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: „ენკი-ბენკი“, „HTB“, “Inter +”, “Россия К”, “C 1”, „ტვ პირველის“, „Рен ТВ“-ის,  სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „TV ERA“-ს  მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV ERA“-ს  მიერ 2016 წლის 29 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი Nშ-6/6182-16 გადცხადებიდან გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: „ერთსულოვნება“ და „ტვ პირველი“, მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით,  შპს „TV ERA“-მ წარმოების პროცესში აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.

ასევე, შპს “TV ERA”-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე (http://tvera.ucoz.com/) მომხმარებელისთვის იმ სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეთავაზებით, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია (კერძოდ: „C1”, „СТС“, “Спорт союз”, „24 Техно“, „Viasat Nature“, “Viasat History”, “საქართველო” (არ არსებობს მსგავსი დასახელების მაუწყებელი), „Еврокино“, „ПИК“ (შეჩერებული აქვს მაუწყებლობა), „რეალ ტვ“ (აღარ მაუწყებლობს), GMG-ფეხბურთი, GMG-სპორტ 1,  GMG-სპორტ 2,  GMG-კინო 1, GMG-კინო 2, “Наш футбол,” „Феникс Кино“, “TV 1000 action”, “TV 1000”, “TV 1000 ru”, “TV 9”, “Иллюзион +”, „ТНТ”, „ТНТ 4”(comedy), “Music Box Ru”, “Da vinchi”), შპს “TV ERA”-ს მიერ დაირღვა კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „TV ERA“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს „TV ERA“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV ERA“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “Show”, “футбол2”, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“,  “Че”,“Viasat sport”, “Игра”-ს არამართლზომიერი ტრანზიტი. ხოლო, კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „TV ERA“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.   შპს „TV ERA“-მ უზრუნველყოს სამაუწებლო არხების: “Show”, “футбол2”, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“,  “Че”, “Viasat sport”, “Игра”-ს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   შპს „TV ERA“-მ უზრუნველყოს კომპანიის ვებ-გვერდზე (http://tvera.ucoz.com/) ინფორმაციის განთავსება კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დაცვით;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

7.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „TV ERA“-სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);      

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები