შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმების, შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 525 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2016 16:48

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმების, შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის  და კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7410-16, 22.07.2016) მიმართა შპს „მაგთიკომმა” და შპს „კავკასუს ონლაინმა“  შპს „კავკასუს ონლაინის” სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების შპს „მაგთიკომის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.  

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლებას შემდეგ ნუმერაციის რესურსზე:

  1.  კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება № N75 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2016 წლის 13 ოქტომბრამდე) ქ. თბილისში  3000 სააბონენტო ნომერზე  (2427000-2429999);
  2. კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის N 615/1 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება № N170 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2021 წლის 11 ნოემბრამდე) ქ. თბილისში 10 000 სააბონენტო ნომერზე  (200XXXX);
  3.  კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №810/1 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება № N174 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2021 წლის 23 დეკემბრამდე) ქ. ფოთში  1000 სააბონენტო ნომერზე  (20 0XXX).

             „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

        კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს „კავკასუს ონლაინი“   ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს:

  1. კომისიის 2012 წლის  30 მარტის N261/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N7 ნებართვა ქ.თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 10 000 სააბონენტო ნომერზე (220 XXXX);
  2. კომისიის 2012 წლის 20 აპრილის N304/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N13 ნებართვა ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურების განსახორციელებლად 30 სააბონენტო ნომერზე (900 000 060- 900 000 089);
  3. კომისიის 2012 წლის  27 ივლისის  N498/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N41 ნებართვა ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურების განსახორციელებლად 50 სააბონენტო ნომერზე (800 100 110- 800 100 159);
  4. კომისიის 2012 წლის 3 აგვისტოს N516/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N51 ნებართვა ქ.თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 5 000 სააბონენტო ნომერზე (248 0XXX-248 4 XXX);
  5. კომისიის 2012 წლის  28 დეკემბრის N829/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N97 ნებართვა ქ.ბათუმში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 1000 სააბონენტო ნომერზე (20 0XXX);
  6. კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N525/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N141 ნებართვა ქ.თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 5 000 სააბონენტო ნომერზე (250 5XXX-250 9 XXX);
  7. კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის N620/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N169 ნებართვა ქ.ზუგდიდში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 2 000 სააბონენტო ნომერზე (20 00 00-20 19 99);
  8. კომისიის 2014 წლის 11აპრილის N194/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N189 ნებართვა ქ.ქუთაისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 1000 სააბონენტო ნომერზე (200 XXX);
  9. კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის N694/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N209 ნებართვა ქ.თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 5 000 სააბონენტო ნომერზე (297 0000-297 4999);
  10. კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N492/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N245 ნებართვა მოკლე ფორმატის ერთ (1-6-3-3-3) სააბონენტო ნომერზე არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;
  11. კომისიის 2016 წლის 19 მაისისს N311/24 გადაწყვეტილებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N279 ნებართვა მოკლე ფორმატის ერთ (1-6-1-8-8) სააბონენტო ნომერზე არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

       კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

2. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 3. A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

4. A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

5. A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

  • საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

6. A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • GSM;
  • WCDMA;
  • CDMA.

7. A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

8. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

  • ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

9. B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

  • სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
  • ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
  • WiMax;
  • WiFi;
  • 3G;
  • CDMA.

10. B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

  • ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
  • რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

11. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

  • ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • როუმინგული კავშირით  მომსახურება.

   12. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

  • ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
  • მულტიმედიური მომსახურება;
  • ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
  • მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
  • მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
  • სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

13. B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

  • მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

14. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

  • ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

15. B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

  • თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

16. B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

  • თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

17. B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

  • სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.

       კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.     

          კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ  - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე; ასევე ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის  თანახმად, ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ხოლო  მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით  მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე, ხოლო ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა მოკლე ნომრებზე  არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად; ნებართვა  გაიცემა - 1  ნომერზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ხუთციფრა მოკლე ნომრებზე არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს - 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

           კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ და შპს  „კავკასუს ონლაინის”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს,  რომ შპს „კავკასუს ონლაინისა” და შპს  „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია  შპს  „კავკასუს ონლაინის” და შპს  „მაგთიკომის” ერთობლივი განცხადება, შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „მაგთიკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „მაგთიკომის” მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 1400 ლარის (თითოეულ ნებართვაზე 100 ლარი)  და რესურსით სარგებლობის საფასურის -ჯამში 7380 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის განკუთვნილ ნომრებზე, 1 ლარი ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისთვის განკუთვნილ ნომრებზე და 1500 ლარი მოკლე ფორმატის ნომრებზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

      დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის” წერილები,  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-6/7410-16, N შ-6/7412-16 22.07.16) რომლებშიც აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინსა” და შპს „მაგთიკომს“ შორის მიმდინარე წლის 30 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აგვისტოს თვეში შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივები გადაეცემა შპს „მაგთიკომს“ და გადაცემის მომენტიდან აბონენტებს გაუწევს მომსახურებას შპს „მაგთიკომი“.  შპს „კავკასუს ონლაინმა“ აიღო ვალდებულება მიაწოდოს შპს „მაგთიკომს“ საცალო მომსახურებების გასაწევად საჭირო ყველა აქტივი, მათ შორის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები.  შპს „მაგთიკომი“ 2016 წლის 27 ავისტოს 16/07/27-11 წერილით კომისიას აცნობებს, რომ ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდა, აქტივების გადაცემის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 1 აგვისტო. სწორედ ამ თარიღიდან შპს „კავკასუს ონლაინი“ შეწყვეტს და შპს „მაგთიკომი“ გააგრძელებს ცალკეული საცალო მომსახურების მიწოდებას აბონენტებისთვის.

       კომისიის  2016 წლის 31 მაისის 336/19 გადაწყვეტყვებით შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის“  მიერ შეძენის და გადაცემის დადასტურების შემდეგ კომისიამ უნდა იმსჯელოს აღნიშნული გარიგების შედეგად შპს „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებული საკანალიზაციო არხების გათვალისწინებით ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობის შეფასების და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის 620/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე.

       კომისია აღინიშნავს, რომ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინი” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაეკისრა რიგი სპეციფიკური ვალდებულებები. შპს „მაგთიკომის” მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების, „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ)ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში არ დაუშვას მონოპოლიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში და ერთი ან რამოდენიმე აფილირებული ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებაში, აუცილებელია, კომისიის კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9  გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანა შპს „კავკასუს ონლაინის”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის შპს „მაგთიკომით” ჩანაცვლების მიზნით.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს  „კავკასუს ონლაინის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის   №N 75, №N 170 და №N 174 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების საფუძველზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტი და 2011 წლის 11 ნოემბრის N 615/1 და 2011 წლის 23 დეკემბრის №810/1 გადაწყვეტილებები;

2. გაუქმდეს შპს  „კავკასუს ონლაინის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის   №N 7, №N 13, №N41, №N51, №N97, №141, №N169, №N189, №N209, №N245 და №N279 ნებართვები შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების საფუძველზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის  30 მარტის N 261/24, 2012 წლის  20 აპრილის N 304/24, 2012 წლის  27 ივლისის  N 498/24, 2012 წლის  3 აგვისტოს N 516/24, 2012 წლის  28 დეკემბრის N 829/24, 2013 წლის  23 აგვისტოს N 525/24, 2013 წლის  11 ოქტომბრის N 620/24, 2014 წლის  11აპრილის N 194/24, 2014 წლის  16 დეკემბრის N 694/24, 2015 წლის  20 აგვისტოს N 492/24 და  2016 წლის  19 მაისისს N 311/24 გადაწყვეტილებები;

3. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N303  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 242 7XXX - 242 9XXX (სამი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N304  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 200 XXXX (ათი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

5. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N305  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 20 0XXX (ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ფოთი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

6. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N306  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 220 XXXX (ათი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

7. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N307  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 248 0XXX - 248 4XXX (ხუთი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

8. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N308  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 20 0XXX (ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

9. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N309  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 250 5XXX - 250 9XXX (ხუთი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

10. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N310  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 20 0XXX - 20 1XXX (ორი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ზუგდიდი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

11. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N311  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 20 0XXX (ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ქუთაისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

12. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N312  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 297 0XXX - 297 4XXX (ხუთი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

13. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N313  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

 ა) ნუმერაციის რესურსი: 900 000 060 - 900 000 089 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი), ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის, ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის ან გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებას.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

14. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N314  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 800 100 110 - 800 100 159, (სულ ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის ან გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებას.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

15. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N315 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 1-6-3-3-3 (ერთი-ექვსი-სამი-სამი-სამი) ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს არასატელეკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

16. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N316  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 1-6-1-8-8 (ერთი-ექვსი-ერთი-რვა-რვა) ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს არასატელეკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

18.ეცნობოს შპს „მაგთიკომს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

19.დაევალოს შპს „მაგთიკომს” მომხმარებლებისათვის მომსახურების  შეფერხების გარეშე გაწევა შპს „კავკასუს ონლაინის” მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მანძილზე, ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;

20.დაიწყოსსაჯაროადმინისტრაციულიწარმოება კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;

21. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 1 სექტემბერს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

22. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის   კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

23. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 აგვისტოს;

24. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს (გარდა მე-20 და 21-ე პუნქტებისა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

25. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე (გარდა მე-20 და 21-ე პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

26.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-20 და 21-ე პუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრები:                                  ელისო ასანიძე

                                                               კახი ბექაური    

                                                                    გიორგი ფრუიძე

                                                               მერაბ ქათამაძე 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები