წვდომის მენიუ

მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 527 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2016 18:14

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7750-15, 15.10.2015წ.) მიმართა ააიპ „შვანია ტელევიზიამ“ და მოითხოვა მესტიის მუნიციპალიტეტში მულტიპლექსპლატფორმის აგებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 521-ე  მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. ამავე კანონის 501-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად.

                საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი. აღნიშნული დოკუმენტის მე-4 ნაწილის თანახმად იმ ციფრულ ზონებში, სადაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ შემუშავების პროცესში არ იყო ადგილობრივი მაუწყებელი, მაგრამ დღეისათვის გაჩნდა ადგილობრივი მაუწყებლობის მოთხოვნა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსი გაიტანოს ღია კონკურსზე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს ღია კონკურსის პირობებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე  მუხლი განსაზღვრავს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების, ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

ციფრული
სამაუწყებლო
ზონა

პუნქტი

ეფექტურად გასხივებული
სიმძლავრე
ERP [kW]

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის პარამეტრები

ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი

ჩრდილოეთ
განედი
(N)

აღმოსავლეთ
გრძედი
(E)

დაკიდების
სიმაღლე ±5 (M)

 გასხივების
მიმართულება
(მიმართული/ არამიმართული)
(D/ND)

პოლარიზაცია
H/V

სატელევიზიო              არხი

ცენტრალური
სიხშირე
(MHz)

ზოლის სიგანე
(MHz)

1

GE0253

მესტია

0.4

43°1´21.84´´

42°45´21.40´´

18

ND

H

23

490

8

 

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეკომენდაციის (თან ერთვის) საფუძველზე,  კომისიამ 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურად განსაზღვრა ნულთან მიახლოვებული, მაგრამ არაუმეტეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა - 1000 ლარი. აღნიშნულს საფუძვლად დაედო გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა. შესაბამისად კომისიას ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საწყისი საფასური უნდა იყოს  ნულთან მიახლოვებული, მაგრამ არაუმეტეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა - 1000 ლარი. კომისიის აზრით მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლების სატელევიზიო კონტენტის გავრცელების ხარჯი არ იყოს მაღალი და ამ ხარჯის ზრდას არ განაპირობებდეს სიხშირული რესურსის მოსაპოვებლად გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაღალი საფასური; მეორე მხრივ, ნულთან მიახლოვებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დაწესებით, კომისია საშუალებას მისცემს ბაზარს თავად განსაზღვროს საკონკურსოდ გამოსატანი ამოწურვადი რესურსის რეალური საბაზრო ღირებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 501-ე და 521-ე მუხლების შესაბამისად და „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N862 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად   

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად;

2. ლიცენზიის მაძიებლების საკონკურსო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 29 აგვისტოს 19:00 საათამდე;

3. საკონკურსო განცხადების მიღება განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:  ქ.თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქუჩა 50/18;

4. საკონკურსო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. (იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს  ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

5. საკონკურსო განცხადების მიღება უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი.ხარებავა);

6. იკრძალება კომისიისთვის საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება;

7. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

8. კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერილობითი ფორმით მიღება და მათზე წერილობითი პასუხების გამოქვეყნება განხორციელდეს 2016 წლის 19 აგვისტოს 19:00 საათამდე;

9. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის პირველი სექტემბერი 13:00 საათი;

10. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 29 სექტემბერი 13:00 საათი;

11. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 4 ოქტომბერი 13:00 საათი;

12. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (შემდგომში „საკონკურსო პირობები“);

13. წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობები ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

14. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

15. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;

16. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

17. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ, რადიოსიხშირეთა მართვის, სტრატეგიული განვითარების და სამართლებრივ დეპარტამენტებს ერთობლივად (ი. ხარებავა, ს. შავგულიძე, ი.ვერძეული, გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                           მერაბ ქათამაძე

 

მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები (საკონკურსო პირობები)

მუხლი 1. საკონკურსო განცხადება, მასზე თანდართული დოკუმენტაცია (შემდგომში „საკონკურსო წინადადება“) და საკონკურსო წინადადების  წარმოდგენის  წესი

1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს საკონკურსო განცხადებით, რომელსაც თან ერთვის საკონკურსო წინადადება;

2. საკონკურსო განცხადებაში  მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), ფაქტიური მისამართი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; ასევე დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელის ის აქციონერი, რომელიც ფლობს აქციების 5%-ზე ნაკლებს არ არის ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოხელე, ასევე პოლიტიკური პარტია.

3. ლიცენზიის მაძიებელმა  საკონკურსო განცხადებას უნდა დაურთოს საკონკურსო წინადადება (საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით);

4. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი  საკონკურსო წინადადება;

5. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) საკონკურსო პირობებით დამტკიცებულ საკონკურსო წინადადების სათანადოდ შევსებულ ტიპიურ ფორმას (დანართი N1), რომელიც მოიცავს: 

ა.ა) ლიცენზიის მაძიებლის სახელწოდებას;

ა.ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოთავაზებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაქსიმალურ საფასურს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში;

ა.გ) ლიცენზიით განსაზღვრულ  ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო  ქსელში  სატელევიზიო კონტენტის ადგილობრივ დონეზე ღია ეთერით (მომხმარებლებისათვის  უფასოდ, კრიპტო-კოდირებული ფორმით) 1მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიურ ზედა (მაქსიმალურ) ზღვრულ საფასურს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე. (შენიშვნა: აღნიშნული საფასური უნდა იყოს ნულისგან განსხვავებული დადებითი რიცხვი)

ბ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს;

დ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკურ წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

დ.ა) ქსელის აგების დეტალურ გეგმას, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს ლიცენზიით განსაზღვრული მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისათვის განსახორციელებელ სამუშაოთა ყოველთვიურ დეტალურ განრიგს 2016 წლის 11 ნოემბრიდან აუგვიანეს 2017 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს  ძირითადი გადამცემი სადგურის/სადგურების განთავსების, შესაბამისი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების, პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღები, რომლის შესაბამისადაც  ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, კომისიის მიერ განხორციელდება ქსელის მონიტორინგი;

დ.ბ) ქსელის დაგეგმარების პროექტს, (ინფორმაციას ქსელის აგების  მოდელისა და შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურის/სადგურების განთავსების სავარაუდო ადგილის, გეოგრაფიული კოორდინატების შესახებ);

დ.გ) ინფორმაციას ქსელის აგების სავარაუდო კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების  შესახებ;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმას, ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და დაფინანსების წყაროების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც საშუალებას მისცემს კომისიას დარწმუნდეს ლიცენზიის მაძიებლის ფინანსურ შესაძლებლობებში;

ვ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთს. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);

ზ) საბანკო გარანტიას 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარზე, ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში, მოქმედს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

6. საკონკურსო წინადადების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და ხელმოწერილი ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

მუხლი 2. კონკურსის ჩატარების წესი და დისკვალიფიკაციის საფუძვლები

1. ლიცენზიის მაძიებელს, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო წინადადების კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდება;

2. საკონკურსო განცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო წინადადების ლიცენზიის მაძიებლის ინიციატივით შეცვლა ან დაზუსტება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

3. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია, ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით;

4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომია  20 სამუშაო დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გამართვამდე;

5. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარმოადგენს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;

6. კომისია ზეპირი მოსმენის სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის შესახებ თუ:

ა) საკონკურსო განცხადება წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) საკონკურსო განცხადება  წარმოდგენილია კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №527/10 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ;

გ) თუ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან თუნდაც ერთ-ერთი, არ შეესაბამება კონკურსით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) თუ წარმოდგენილია ყალბი (არასწორი) ინფორმაცია; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს არ უბრუნდება მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

ე) ალტერნატიული გეოგრაფიული კოორდინატების  შესაბამისად ქსელის დაგეგმარების  პროექტის   წარმოდგენის შემთხვევაში, თუ კომისიამ არ მიიღო წარმოდგენილი წინადადება;

7. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე;

8. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება წინამდებარე საკონკურსო პირობების მე-3 მუხლით განსაზღვრული საკონკურსო წინადადებების შეფასების მეთოდოლოგიის, შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესაბამისად;

9. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge); კონკურსში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები მიეთითება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

10. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე;

11. თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა  საკონკურსო განცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე, მას, მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიაში წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება (გარდა საკონკურსო განცხადებისა), უკან უბრუნდება;

12. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელმა უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე საკონკურსო განცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე, მას საკონკურსო განცხადება და საკონკურსო წინადადება უკან არ უბრუნდება;

13. ლიცენზიის მაძიებელს, რომელმაც კონკურსში ვერ გაიმარჯვა, ან კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, ან კონკურსის ჩაშლის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

14. კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; წინამდებარე საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;

15.კონკურსში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია ექვემდებარება განაღდებას თუ:

ა) კონკურსში გამარჯვებულმა არ გადაიხადა ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური და შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

ბ) კონკურსში გამარჯვებულმა არ უზრუნველყო მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებითა და ლიცენზიით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება 2017 წლის 11 ნოემბრამდე;

16. კონკურსში გამარჯვებულზე გაცემულ ლიცენზიაში წინამდებარე დოკუმენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნები და სპეციფიკური სალიცენზიო პირობები, ასევე ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი საკონკურსო წინადადება აისახება ლიცენზიის  პირობებად, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.

მუხლი 3. საკონკურსო წინადადებების  შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების კრიტერიუმები და შეფასების წესი

1. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომლის საკონკურსო წინადადებაც  შეფასებისას მიიღებს უმაღლეს ქულას;

2. თუ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებლის საკონკურსო წინადადება, კომისია ამ მუხლით განსაზღვრული შეფასების წესის გარეშე ახორციელებს კონკურსში გამარჯვებულის  გამოვლენას;

 

3. ლიცენზიის თითოეული მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება ფასდება  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ყოველი კონკრეტული საკონკურსო წინადადების საბოლოო ქულა (T)  წარმოადგენს თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად მიღებული ქულების ჯამს, კერძოდ  T = K+ R;

საკონკურსო წინადადების  მაქსიმალური  ქულა (T)  შესაძლებელია უდრიდეს მაქსიმუმ - 100-ს; 

შენიშვნა: შეფასებისას თითოეული კრიტერიუმით მიღებული ქულა  და ქულათა ჯამით მიღებული რიცხვითი მნიშვნელობა მრგვალდება მძიმის შემდეგ ათი ციფრის სიზუსტით.

 - კრიტერიუმის მიხედვით  საკონკურსო წინადადება  შესაძლებელია შეფასდეს  მაქსიმუმ 20 ქულით და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:  

  - არის ლიცენზიის მაძიებლის მიერ  საკონკურსო წინადადების ფარგლებში შემოთავაზებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ფასი;    

    - არის ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოთავაზებულ   -ებს შორის მაქსიმალური მაჩვენებელი.

გ)  - კრიტერიუმის მიხედვით  საკონკურსო წინადადება შესაძლებელია შეფასდეს  მაქსიმუმ 80 ქულით და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

 

 სადაც:   

 - არის  ლიცენზიის მაძიებლის მიერ  კონკრეტული საკონკურსო წინადადებით  განსაზღვრული  სატელევიზიო კონტენტის  გავრცელების საფასური;

 - არის ლიცენზიის მაძიებლების მიერ სატელევიზიო კონტენტის გავრცელებისთვის შემოთავაზებულ  საფასურთა ( -ებს)  შორის მინიმალური მაჩვენებელი;

ე) თუ ორი საკონკურსო წინადადება მიიღებს ერთი და იგივე საბოლოო ქულას, პრიორიტეტი მიენიჭება იმ საკონკურსო წინადადებას, რომელიც R კრიტერიუმის მიხედვით  შეფასებულია უფრო მაღალი ქულით;

ვ) თუ ორი ინდივიდუალური საკონკურსო წინადადება მიიღებს ერთი და იგივე ქულას ყველა კრიტერიუმით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ საკონკურსო წინადადებას, რომლის  კომისიაში შემოტანის დროც წინ უსწრებს მეორეს;

ზ) თუ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებლის ერთი საკონკურსო წინადადება, კომისია ამ მუხლით განსაზღვრული შეფასების წესის გარეშე ახორციელებს კონკურსში გამარჯვებულის  გამოვლენას.

მუხლი 4. სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები და სხვა სპეციფიკური სალიცენზიო პირობები

1. სტანდარტები და ტექნოლოგიები:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/ქსელების აგება უნდა განხორციელდეს DVB-T (EN 300 744) ან DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტით და მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ან MPEG 2 (H.222/H.262 – ISO/IEC 13818) ტექნოლოგიით; ქსელში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 24 მგბ/წმ- სა;

ბ) MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში უნდა იქნას უზრუნველყოფილი სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით და მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით. MPEG-2 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას უზრუნველყოფილი სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 3 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 2.4 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);

2. ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA):

ა) მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, „შეცდომა“ განისაზღვრება ETSI TR 101 290 სტანდარტის შესაბამისად. ლიცენზიის ფარგლებში ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ უნდა იყოს - 98.5%;

ბ) “არახელმისაწვდომობა” განსაზღვრული უნდა იყოს, როგორც ქსელის ოპერატორის მიერ პრობლემის აღმოჩენიდან მის აღმოფხვრამდე საჭირო დროის ხანგრძლივობა; „შეცდომები“, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წამს უნდა იყოს იგნორირებული; ხელმისაწვდომობის დრო ითვლება დამოუკიდებლად, ცალკეული არხისა და ცალკეული ძირითადი გადამცემი სადგურის მონაცემების მიხედვით;

გ) ხელმისაწვდომობის გაანგარიშების ფორმულა შემდეგი სახისაა:

K = 100 x (1-X/8,760)

 სადაც;

K - წარმოადგენს რეალურ ხელმისაწვდომობას გამოხატულს %-ებში;

X- წარმოადგენს არახელმისაწვდომობის დროს (საათები წელიწადში);

8,760- წარმოადგენს სულ საათების რაოდენობას წელიწადში.

3.სათაო და გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრები:

ა) სათაო სადგურს (Head-end) და გადამცემს უნდა გააჩნდეს CE ნიშანდება, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა.ა) სათაო სადგური თავსებადი უნდა იყოს 220ვ ±10 % , 50ჰც ცვლადი დენის ადგილობრივი ქსელის ფაზა-ნეიტრალური ტიპის კვებასთან და უნდა იძლეოდეს ტექნიკური პარამეტრების შემდეგი მინიმალური კომბინაციების განხორციელების შესაძლებლობას:

ა.ბ) პროგრამის ინკოდირება, შემჭიდროვება და ნაკადების მულტიპლექსირება: მინიმუმ 2 HD და 2 SD პროგრამა, 1 HD და 3 SD პროგრამა, ან 4 SD პროგრამა.

ა.გ) ინკოდირების ფორმატი და შემჭიდროვების აუცილებელი პარამეტრები:

MPEG-2 HD/SD აუცილებელი, MPEG-4 AVC/H.264 HD/SD უმჯობესია გააჩნდეს ოპცია;

შესასვლელი სიგნალების ფორმატი: 4 x HD/SD SDI;

აუცილებელია გააჩნდეს თითო პროგრამისათვის მინიმუმ 4 სტერეო აუდიო იმბედირებული ბილიკის შეთავსების შესაძლებლობა.

ბ)  გადამცემი სადგური:

ბ.ა) სამუშაო დიაპაზონი UHF (470-862 მჰც);

ბ.ბ) სიხშირული ზოლის სიგანე - 8მჰც;

ბ.გ) გადამცემი უნდა იყოს აღჭურვილი ზოლოვანი გამოსასვლელი ფილტრით და უნდა უზრუნველყოფდეს ზოლს გარეშე გასხივების ფარდობას სამუშაო ზოლში გასხივებასთან არანაკლებ 50დბ / ± 2მჰც დაშორებით სამუშაო ზოლის კიდეებისაგან.

ბ.დ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად განისაზღვროს გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:

ცხრილი N1

ციფრული
სამაუწყებლო
ზონა

პუნქტი

ეფექტურადგასხივებული
სიმძლავრე
ERP [kW]

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენისპარამეტრები

ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი

ჩრდილოეთ
განედი
(N)

აღმოსავლეთ
გრძედი
(E)

დაკიდების
სიმაღლე ±5 (M)

გასხივების
მიმართულება
(მიმართული/არამიმართული)
(D/ND)

პოლარიზაცია
H/V

სატელევიზიოარხი

ცენტრალური
სიხშირე
(MHz)

ზოლისსიგანე
(MHz)

1

GE0253

მესტია

0.4

43°1´21.84˝

42°45´21.40˝

18

ND

H

23

490

8

 

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5);

4. ვინაიდან სალიცენზიო პირობებით არ არის განსაზღვრული ჩრდილოვანი ზონების დასაფარად  განკუთვნილი საიტების შესაბამისი ტექნიკური პარამეტრები (სიხშირული რესურსი, გეოგრაფიული კოორდინატები, განთავსების სიმაღლე, ეფექტური გასხივების მაჩვენებელი და სხვა ტექნიკური პარამეტრები), ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყველა დამატებითი საიტის (ჩრდილოვანი ზონების დასაფარად განკუთვნილი საიტების) დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა (თავისუფალი სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში) და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას.

5. ლიცენზიის სადისტრიბუციო ქსელის ფარგლებში რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან რადიოსარელეო კავშირი (გასათვალისწინებელია, რომ დაბალსიხშირულ (10 გჰც-ს ქვემოთ) დიაპაზონებში რადიოსარელეო კავშირისათვის სიხშირული რესურსი შეზღუდულია).  თანამგზავრული კავშირი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეზერვო სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად.

6. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან  ურთიერთგაცვალონ ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია (მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია) და განათავსონ თავის მულტიპლექსპლატფორმაში. თითოეულ მულტიპლექსპლატფორმაში ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI)  გამოყოფილი უნდა იქნეს  მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ  გამტარუნარიანობა.

7. ლიცენზის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.economy.ge/uploads/departamentebi/kavshirgabmuloba/ministry_digital_broadcasting_switchover_action_plan_and_reccomendations_2014_1.pdf

8. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ირჩევენ საქართველოში ციფრული მიწისზედა  მაუწყებლობის ფარგლებში  გამოსაყენებელ პირობითი დაშვების სისტემას(ებს).  სიმულკრიპტი  გამოყენებულ უნდა იქნას რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის. პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს  „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);

9. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები უნდა შეთანხმდნენ პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთ სახეობაზე, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელებით გავრცელებული ყველა მომსახურების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი ერთი ბარათის მეშვეობით (პირობითი დაშვების სისტემის ბარათით);

10. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://gncc.ge/uploads/other/1/1121.pdf

11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცხრილი N1-ით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის ამავე ცხრილით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;

ბ) 2017 წლის 11 ნოემბრამდე უზრუნველყოს ქსელის ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო 2017 წლის 11 დეკემბრამდე მსურველი მაუწყებლების ქსელში დაშვება და მათი სატელევიზიო სიგნალის გავრცელება;

გ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს ღია საეთერო და/ან  მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამების გასავრცელებლად. (შენიშვნა; მაუწყებელთა მხრიდან ღია საეთერო ქსელში დაშვების მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს მულტიპლექსპლატფორმის ფარგლებში არსებული თავისუფალი რესურსი მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (ტრანზიტული მაუწყებლობის) მისაწოდებლად, თუმცა მოცემული გულისხმობს, რომ მიუხედავად ამგვარი უფლებამოსილებისა, ლიცენზიის მფლობელი, მოთხოვნის  შემთხვევაში, ვალდებული იქნება, უპირობოდ უზრუნველყოს მსურველი მაუწყებლის ქსელში დაშვება და ღია ეთერით გავრცელება);

დ) ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებამდე 4 კვირით ადრე წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე  მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნება ადგილობრივ სამაუწყებლო ზონაში სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერითა და მომხმარებლებისათვის უფასოდ კრიპტო-კოდირებული ფორმით სატელევიზიო კონტენტის 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფები, (რომელიც უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების საფასურისა), თითოეულ ადგილობრივ სამაუწყებლო ზონაში სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) სატელევიზიო გადაცემათა პროგრამების მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;

ე) უზრუნველყოს ქსელის ფარგლებში არსებულ თავისუფალ რესურსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლების არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული/არაუმეტეს საკონკურსო განაცხადით შემოთავაზებული ტარიფით დაშვება და ერთგვაროვანი ხარისხის  მომსახურების სახეების შეთავაზება;

ვ) შექმნას სპეციალური ვებ-გვერდი და უზრუნველყოს აბონენტთა „ონლაინ“ და ცხელი ხაზით მომსახურება;

ზ) უზრუნველყოს მაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება; დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

თ) ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში განახორციელოს ლიცენზიით მინიჭებული  რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, ხოლო ლიცენზის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამრეტრების შესაბამისობაში მოყვანა.

დანართი 1

 

 საკონკურსო წინადადების ტიპიური ფორმა

                                        საკონკურსო წინადადების ტიპიური ფორმა

ლიცენზიის მაძიებლის სახელწოდება: _______________________________________________

ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი (ხელმომწერი პირი) _____________________________________________________________________________________         

მოცემული საკონკურსო წინადადება არის _____________________________________________ (მიუთითეთ რეგიონი)

ხელმოწერით ვადასტურებ, რომ მოცემული საკონკურსო წინადადებით კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში:

1) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადავიხდი ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს ______________ (ციფრებით) ___________________________(სიტყვიერად)  ლარის ოდენობით;

2) ლიცენზიით განსაზღვრულ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში  ეროვნულ დონეზე ღია ეთერით (მომხმარებლებისათვის უფასოდ, კრიპტო-კოდირებული ფორმით) სატელევიზიო კონტენტის 1 მგბ/წმ-ით გავრცელების მაქსიმალური (ზედა ზღვრული)  ტარიფი თვეში იქნება ____________ (ციფრებით) ________________________________________ (სიტყვიერად)  ლარი დღგ-ს გარეშე. 

 

______________________________________                                  ______________________________________
ხელმომწერის სახელი და გვარი                                                                                                                

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

GEORGIA: Communications Policy & Regulation Development (Extension)

Digital Broadcasting Switchover, Implementation Support

 

 

Advice to GNCC on spectrum charging for digital broadcasting switchover

 

[Version 20th February 2014]

 

 

 

J. Kanervisto Consulting

in conjunction with

DigitaOy

 

J. Kanervisto

Consulting

 

 

 

 

Contact points

                           Mr.TaunoÄijälä                                                     Mr. Kari Risberg

                  email: tauno.aijala@luukku.com                                                   email:kari.risberg@digita.fi

 

Organised by the European Bank for Reconstruction and Development

 

Purpose of this paper         

Georgian National Communications Commission (GNCC) has asked the consultant team for advice regarding the initial price or reserve price that the winning bidders should pay in competitive contest to be held soon for the award of spectrum to enable digital broadcasting platform to be constructed in Georgia.

Under the Georgian Government’s decision on 7th February 2014, an open competitive contest will be organised and run by GNCC. Amendments to the Law on Electronic Communications are currently being presented to Parliament in order for GNCC to be able to conduct the contest in the way outlined in the Government decision. The proposal is for a competition run as a “beauty contest” with bidders allowed to submit simultaneous multiple bids for single Lots or combinations of Lots. Each Lot represents a set of frequencies that will allow national coverage of digital broadcasting in Georgia.

The purpose of this paper is to provide advice on the charges to be made to the winning bidders in the contest for the spectrum authorised for digital broadcasting.

 

Proposed amendment to the Law on Electronic Communications

The proposed amendments to the Law on Electronic Communications include the following passage[1] regarding the initial price to be paid by the winning bidders;

“Article 521

2. decision of the commission on the contest shall contain the following:

c. initial price of scarce resource placed for bidding, adopted by the commission separately in every individual case, based on international practice and opinion of the reputed international organisation”

Our advice

Being a scarce resource, there are two main approaches to make the best use of spectrum in electronic communications;

  1. An economic approach, which awards the spectrum in an auction to the bidder who is best suited to make efficient use of it. The bidder with the best business plan is able to place the highest bid in the auction. The price achieved in the auction corresponds to the market value of the spectrum. This regulatory approach awards spectrum as service neutral and technology neutral as possible, to give the bidders flexibility to use the most efficient technology and to provide the services for which the end users are most willing to pay.

 

  1. An administrative approach, which awards the spectrum for certain services that are in the public interest. This approach gives the operators less freedom to use the spectrum, because they have to implement the public interest objectives (like providing free-to-air TV instead of pay TV, must carry obligations, etc.). The operator might still be willing to pay a price for the spectrum, but the price will naturally be lower than the price for spectrum that can be used without any public interest restrictions.

Georgia has so far used auctions for electronic communications networks and has awarded spectrum to broadcasters against an administrative fee.

Under the Government of Georgia’s decision of 7th February 2014, spectrum will continue to be awarded free of charge to certain broadcasters for digital broadcasting, in particular the Georgian Public Service Broadcaster (“TeleRadioCentre”) and also local broadcasters who wish to establish local multiplex platforms. These broadcasters will get the spectrum for free, but are under certain public interest objectives (free-to-air transmission, must carry, and for TeleRadioCentre also nationwide coverage).

Also under the Government’s decision, bidders will be invited to make a financial contribution to state funds to help cover the cost of the establishment of the state network and the costs of providing consumer equipment “set top boxes” to vulnerable households in Georgia. This financial contribution will be taken into account, together with a range of non-financial factors to decide the contest winner(s).

With regard to the additional frequencies that will be awarded in the open competitive contest, the Government of Georgia has decided on an award method which is somewhat in the middle between the two main approaches above. On the one hand the financial contribution offered by the bidder will be an important criterion for the award. On the other hand it is not a fully economic approach, because the winners will be subject to significant obligations in the public interest, in particular coverage obligations and the obligation to carry free-to-air programmes.

The rationale for awarding the spectrum not in an auction, but in an open competitive contest which also takes non-monetary criteria into account, was that the spectrum should be cheaper for interested operators, to attract more bidders for the award and to make the transmission cheaper for the broadcasters that will be carried on the new digital platforms.

The calculations which we undertook in component I of our project showed that the business case for commercial operators of digital terrestrial multiplex platforms is tight. The operator(s) that will win the contest will face significant investments, will have to compete with the state platform (which gets the frequencies for free, and the capital investment from the state budget), with the local platforms (which will also get the frequencies for free) and with other technologies (satellite, cable, IPTV). Also the time pressure is now very high.

It cannot be expected that the bidders in the open competitive contest will make a significant contribution to the state budget. There is a risk that setting an initial fee for the contest will cause some interested bidders not to participate in the contest.

There is no established formula to set the initial price (reserve price) for such an award. Even for auctions with only financial criteria, the reserve price is often set at a more or less arbitrary value - for example half the estimated market value of the spectrum. If the auction is a fair and transparent procedure and everybody who could be interested in the auctioned item can participate, the final price will be the market price, no matter whether bidding starts from zero, or a third of the final price, or 80% of the final price. The main criterion for the success of the award is that everybody who could be interested in winning participates in it.

Several countries set a reserve price of spectrum auctions at the price of the normal spectrum fees, which would have to be paid if the spectrum had not been auctioned. If there is more demand than spectrum available, the final price of the auction will be higher. If demand is less than spectrum is available, the auction is over after one round and the bidder(s) get the spectrum for the normal price, which they would have paid if the spectrum would have been awarded first-come first-served and not in an auction.

The question to ask for setting the initial price is not: "What is the value of the spectrum?", the factors are more complex. Let us assume that there are only a few companies that would be willing to participate in the contest. They are willing to do all the necessary investments, they would provide Georgian citizens with dozens of free-to-air and pay TV programmes and they would give Georgian media the possibility to distribute more content.

However, the potential bidders will not see a business case if they also have to make a significant payment for the spectrum. Therefore they will only offer a very low amount in their bids. By setting any initial price (“reserve price”) it may tend to exclude these bidders. It may be that in the face of an initial fee, there is no commercial terrestrial TV network at all. It is best to ask the market how much they are prepared to pay as a contribution to the state budget.

Recommendation
Using the above argumentation, we would recommend to set the initial price of the upcoming open competitive contest at zero:

In summary, the justification for this is that;

-       Many EU countries do not charge spectrum fees in the broadcasting bands or only very low administrative fees for handling the applications (see examples at Annex).

 

-       The Georgian Government decision foresees the direct awards (without participation in the auction) to the new platform operator(s) - the Public Service Broadcaster (TeleRadioCentre) and the local platform operators - also do not pay spectrum fees.

 

-       Setting the initial price at zero does not mean that the winner(s) will get the frequencies for free. All bidders will calculate their business cases, they will offer some amount for their bids and the winner(s) will have to pay the offered amount(s).

 

-       Any initial fee may put off potential bidders from bidding.

 

-       It is best to ask the market how much they are prepared to pay as a contribution to the state budget.

 

Regarding the proposed amendments to the Law on Electronic Communications

In the end this is a political decision and it is best solved by writing the answer directly into the law. Therefore we would recommend to write into the changed article 52^1 that “the initial price shall be set at zero, instead of the proposed wording to base it on "international practice and opinion of the reputed international organisation".

The international practice in many countries is that there are no significant spectrum fees for broadcasting frequencies. And there is no international organisation that is competent to say something on this.

In our view, the proposed wording would only cause procedural difficulties for GNCC - how to assess the international practice and how to achieve an "opinion of a reputed international organisation"? Therefore the wording should be changed anyhow.

Annex

Broadcasting spectrum charges – selected countries

France, UK: There is no spectrum fee for broadcasting

Italy and Spain: there are no one-off fees, but annual fees are charged

Austria: Initial fee €6.50

Finland: Initial fee €1,000

Germany:  €125 per 10 km2 of covered area and per DVB-T channel - 
(we estimate that to cover an area like Georgia would cost about €800,000 (one-off) per Mux)

Document signature

This document is submitted to the Georgia National Communications Commission (GNCC) on 20th February 2014 as part of the project “GEORGIA: Communications Policy & Regulation Development (Extension) - Digital Broadcasting Switchover, Implementation Support” organised by the European Bank for Reconstruction and Development (EBRD).

This material in this report is based upon work supported by independent consultants. Any opinions, findings, conclusions, or recommendations are those of the consultants and do not necessarily reflect the views of EBRD, its employees or its administration.

The information contained in this report is intended solely to provide general guidance on matters of interest for the use of GNCC, who requested the information and who must accept full responsibility for its use. Given the changing nature of laws, rules and regulations, and the inherent complexity of the electronic communications market, the advice is only relevant to the situation found by the consultants at the time of the report’s submission.

In no event will the consultants, or their partners, employees or agents, be liable to GNCC or anyone else for any decision made or action taken in reliance on the information in this report or for any consequential, special or similar damages.

 

Peter Lundy,

Project Team Leader

Dated 20th February 2014

 



[1]The passage quoted is an unofficial translation

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები