წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 539 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2016 10:53

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2016

შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2006 წლის 3 ნოემბრის  №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა   შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/5251-16, 07/02/16) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირება, კერძოდ კომპანიის სარგებლობაში არსებული სიხშირეების (1920-1935 მჰც და 2110-2125 მჰც) შეცვლა ალტერნატიული 1935-1950 მჰც და 2125-2140 მჰც სიხშირული რესურსით. როგორც წერილშია აღნიშნული კომპანია ფაქტიურად ვერ იყენებს ლიცენზიას, რომელშიც 2017 წლის თებერვლამდე გადასახდელი აქვს  22,560,115.51 ლარი, ვინაიდან ადგილი აქვს ინტერფერენციას, რომელიც იწვევს მომსახურების მკვეთრ გაუარესებას. ხელშეშლებს აქვს მაშტაბური ხასიათი და იწვევს მთელი ქსელის ფუნქციონირების შეფერხებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის  №472/22 და 2015 წლის 29 იანვრის №55/2 გადაწყვეტილებების შესაბამისად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:   1920-1935 მჰც  2110-2125 მჰც (სულ 30 (2 x 15)  მჰც);

შენიშვნა:  2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 1 ივნისამდე:  1930 - 1945 მჰც და 2120- 2135 მჰც    (სულ 30 (2 x 15)  მჰც სიხშირული რესურსი);

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან 2030 წლის 1 თებერვლამდე;

დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  22,560,115.51  (ოცდაორი მილიონ ხუთასსამოცი ათას ასთხუთმეტი და 51) ლარის ოდენობით;

ე) ტექნიკური პირობები:

ე.ა)  FDD საბაზო სადგურებისათვის (დაუნლინკი):

ე.ა.ა) ბლოკის შიგნით EIRP-ს  (ეკვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის -  65 დბმ/5 მჰც.

ე.ა.ბ) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე თითოეულ სექტორზე):

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები FDD

დაუნლინკისათვის

მაქსიმალური საშუალო

EIRP ბლოკის გარეთ

      გაზომვების

    ზოლის სიგანე

სიხშირეები, რომლებიც დაშორებულია 10 მჰც-ზე მეტით

ბლოკის ზედა ან ქვედა საზღვრისაგან

9  დბმ

5 მჰც

ე.ა.გ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე თითოეულ სექტორზე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი  სიხშირეებისათვის

 ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები

მაქსიმალური საშუალო

 EIRP ბლოკის გარეთ

გაზომვების

ზოლის სიგანე

-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე  ბლოკის  ქვედა საზღვრიდან

11 დბმ

5 მჰც

-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე  ბლოკის ქვედა  საზღვრიდან

16.3  დბმ

5 მჰც

0 მჰც-დან +5 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

16.3  დბმ

5 მჰც

+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

11 დბმ

5 მჰც

ე.ბ) FDD ტერმინალური სადგურებისათვის (აფლინკი): ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების  მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 24 დბმ.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/6321-16, 01.07.2016) თანახმად დეპარტამენტის წინადადებაა განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირება  და ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული რესურსი 1920-1935 მჰც და 2110-2135 მჰც შეიცვალოს დღეის მდგომარეობით თავისუფალი 1935-1950მჰც და 2125-2140მჰც სიხშირული რესურსით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის  მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”მაგთიკომის“ განცხადება დასაბუთებულია და მიზანშეწონილია კომპანიის განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2006 წლის 3 ნოემბრის  №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F12 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 1 სექტემბრის 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                       მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები