წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 540 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2016 10:55

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2016

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის მიე შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 22 ივლისის №19 წერილით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/7430-16 22.07.2016), ფიზიკურ პირ ბადრი ნანეტაშვილის (პ/ნ 43001002988) კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 20% წილის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის (პ/ნ 43001009372) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

          “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

          შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ (ს/ნ 240885654) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებოთ უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს.

შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ასევე ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის №B57  ლიცენზიას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  მიერ 2016 წლის 22 ივლისის №19 წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/7430-16 22.07.2016), კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  საქმიანობის სახე და რეგისტრაციის მონაცემები;

- ინფორმაცია შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია წილის შეძენის მსურველი პირის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ჯონდო ნანეტაშვილი (წილის 50%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ბადრი ნანეტაშვილი (წილის 20%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ნინო გაგნიძე (წილის 20%-ის მფლობელი) და შპს “აქცეპტი“ (წილის 10%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია ჯონდო ნანეტაშვილი.

 ფიზიკური პირის ბადრი ნანეტაშვილის კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის  შეძენის მსურველია ამავე კომპანიის პარტნიორი ფიზიკური პირი ნინო გაგნიძე (წილის 20%-ის მფლობელი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის  შეძენის მსურველი ფიზიკური პირის ნინო გაგნიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

          კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით ავტორიზებული საქმიანობიდან შემოსავლები არ გააჩნია. რაც შეეხება მაუწყებლობიდან მიღებულ შემოსავლებს, 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შემოსავლებმა შეადგინა 267,018 ლარი.

          ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.  

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 20%-ის ფიზიკურ პირ ნინო გაგნიძის მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. განემარტოს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ დაუყოვნებლივ გადაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვახტანგ აბაშიძე

        კომისიის წევრი                                                                          ელისო ასანიძე        

        კომისიის წევრი                                                                                       გიორგი ფრუიძე

        კომისიის წევრი                                                                       მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები