რიგი იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2016 18:30
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2016
რიგი იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 50140000.05.001.018103), რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ცვლილება შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) და 451-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვპუნქტებში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდება ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, კერძოდ, 2016 წლის 10 აგვისტოდან.
კომისია აღნიშნავს, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება იმ იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციებში, რომელთაც ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის ტექნოლოგიაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად მითითებული აქვთ 12 საათზე ნაკლები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის თანახმად ქვემოთ ჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის ავტორიზაციაში მითითებული აქვთ 12 საათზე ნაკლები მაუწყებლობა.
N |
ავტორიზაციის ნომერი |
კომპანიის დასახელება |
მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში |
1 |
BR-261 |
შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია |
8 |
2 |
BR-229 |
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი |
6 |
3 |
BR-29 |
შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში |
6 |
4 |
BR-269 |
შპს ეკომი |
8 |
5 |
BR-5014 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე |
6 |
6 |
BR-280 |
შპს იმპერია |
6 |
7 |
BR-1208 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა |
6 |
8 |
BR-1209 |
შპს კოლხეთი 89 |
6 |
9 |
BR-1018 |
შპს მარნეული ტვ |
6 |
10 |
BR-1028 |
შპს პალიტრა TV |
8 |
11 |
BR-1163 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა |
6 |
12 |
BR-282 |
შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია” |
6 |
13 |
BR-1141 |
შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი |
6 |
14 |
BR-1275 |
სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი |
10 |
15 |
BR-983 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი |
6 |
16 |
BR-289 |
შპს ტელეარხი 25 |
6 |
17 |
BR-223 |
შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” |
6 |
18 |
BR-251 |
შპს ტელეკომპანია ”დია” |
6 |
19 |
BR-242 |
შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი” |
6 |
20 |
BR-232 |
შპს ტელეკომპანია ”კავკასია” |
8 |
21 |
BR-281 |
შპს ტელეკომპანია თბილისი |
6 |
22 |
BR-5000 |
შპს ტელეკომპანია მაესტრო |
6 |
23 |
BR-998 |
შპს ტელეკომპანია ქართული არხი |
6 |
24 |
BR-318 |
შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი |
6 |
25 |
BR-1162 |
შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12 |
6 |
26 |
BR-231 |
შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო |
6 |
27 |
BR-82 |
შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი |
6 |
28 |
BR-324 |
შპს ომეგა |
8 |
29 |
BR-288 |
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 |
6 |
30 |
BR-359 |
შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი |
6 |
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ქვემოთ მითითებული იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციები და დღე-ღამის განმავლობაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის მინიმალურ ხანგძლივობად განისაზღვროს 12 საათი;
ა) შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია - ავტორიზაციის № BR-261;
ბ) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი - ავტორიზაციის № BR-229;
გ) შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში - ავტორიზაციის № BR-29;
დ) შპს ეკომი - ავტორიზაციის № BR-269;
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე - ავტორიზაციის №BR-5014;
ვ) შპს იმპერია - ავტორიზაციის №BR-280;
ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა - ავტორიზაციის № BR-1208;
თ) შპს კოლხეთი 89 - ავტორიზაციის №BR-1209;
ი) შპს მარნეული ტვ - ავტორიზაციის № BR-1018;
კ) შპს პალიტრა TV - ავტორიზაციის №BR-1028;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა - ავტორიზაციის №BR-1163;
მ) შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი - ავტორიზაციის №BR-359;
ნ) შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია” - ავტორიზაციის № BR-282;
ო) შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი - ავტორიზაციის № BR-1141;
პ) სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი - ავტორიზაციის № BR-1275;
ჟ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი - ავტორიზაციის № BR-983;
რ) შპს ტელეარხი 25 - ავტორიზაციის №BR-289;
ს) შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” - ავტორიზაციის №BR-223;
ტ) შპს ტელეკომპანია ”დია” - ავტორიზაციის №BR-251;
უ) შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი” - ავტორიზაციის №BR-242;
ფ) შპს ტელეკომპანია ”კავკასია” - ავტორიზაციის №BR-232;
ქ) შპს ტელეკომპანია თბილისი - ავტორიზაციის №BR-281;
ღ) შპს ტელეკომპანია მაესტრო - ავტორიზაციის №BR-5000;
ყ) შპს ტელეკომპანია ქართული არხი - ავტორიზაციის №BR-998;
შ) შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი - ავტორიზაციის №BR-318;
ჩ) შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12 - ავტორიზაციის №BR-1162;
ც) შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო - ავტორიზაციის №BR-231;
ძ) შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი - ავტორიზაციის №BR-82;
წ) შპს ომეგა -ავტორიზაციის № BR-324;
ჭ) შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ავტორიზაციის №BR-288;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის პირველ პუნქტში მითითებული ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე