წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 549 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2016 16:39

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს №58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

  1. კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს №58 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის” ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს №58 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის  დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 11 აგვისტო, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. სს „წყალი მარგებელისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”დეტექტორისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს  ”მაგისტრისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „BROTHERS“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. ინდ. მეწარმე „თინათინ მოდებაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. ინდ. მეწარმე „პაატა ბეჟანიშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9. „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს „მაგთიკომისთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსების მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს „კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  14. შპს „იმერ TV“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);                             
  15. შპს „ბლექსინეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);                             
  16. შპს „ჯიკონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  17. შპს ”რადიოცენტრი პლუსისთვის” ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები