წვდომის მენიუ

შპს „ივერია ქსელის“ (ს/ნ 202926076) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ახალი ქსელების“ (ს/ნ 211326732) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 55 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:07

მიღების თარიღი იანვარი 28, 2016

შპს „ივერია ქსელის“ (ს/ნ 202926076) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ახალი ქსელების“ (ს/ნ 211326732) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 25 ნოემბერს №30 წერილით მიმართა შპს „ივერია ქსელმა“  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9292-15 26.11.2015), შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები) შპს „ახალი ქსელების“  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

 

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

CDMA

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

 

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ფრიდონ ინჯია (წილის 42%-ის მფლობელი), ავთანდილ იაშვილი (წილის 36%-ის მფლობელი), ნანა მჭედლიძე (წილის 11%-ის მფლობელი) და იურიდიული პირი შპს „სელკომი“ (წილის 11%-ის მფლობელი). შპს „ივერია ქსელის“ დირექტორია ჯამბული მაქაცარია.

შპს „სელკომის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ფრიდონ ინჯია (წილის 45%-ის მფლობელი), ავთანდილ იაშვილი (წილის 45%-ის მფლობელი), ლილი სუხიტაშვილი (წილის 6,5%-ის მფლობელი), ნაირა კვესელავა (წილის 2,5%-ის მფლობელი), ვახტანგ ამაშუკელი (წილის 1%-ის მფლობელი). შპს „სელკომის“ გენერალური დირექტორია ვახტანგ ამაშუკელი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ საოპერაციო აქტივის შეძენის მსურველის, შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ავთანდილ იაშვილი (წილის 33,177%-ის მფლობელი), ვახტანგ ამაშუკელი  (წილის 0,64 %-ის მფლობელი), ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი), ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი), თეიმურაზ ღოღობერიძე (წილის 0,25%-ის მფლობელი), მარინა იაშვილი (წილის 0,25%-ის მფლობელი); ფრიდონ ინჯია (წილის 46,238%-ის მფლობელი) და იურიდიული პირები: შპს „სისტემ ნეტი“ (წილის 10%-ის მფლობელი), შპს „მეკავშირე-97“ (წილის 3,685%-ის მფლობელი).

შპს „სისტემ ნეტის“ პარტნიორები არიან: ხათუნა ინჯია (წილის 5,714%-ის მფლობელი); ფრიდონ ინჯია (წილის 15,318%-ის მფლობელი); ილია ინჯია (წილის 21,565%-ის მფლობელი); ლალი რუხაია (წილის 4,149%-ის მფლობელი); ნოდარ გაბედავა (წილის 1,038%-ის მფლობელი); ნაირა კვესელავა (წილის 7,781%-ის მფლობელი); თამარ ჩხაიძე (წილის 0,016%-ის მფლობელი); ოლეგ გვენცაძე (წილის 0,016%-ის მფლობელი); ქეთევან ასიტაშვილი (წილის 0,064%-ის მფლობელი), გოდერძი ბუკია (წილის 3,66%-ის მფლობელი); დავით დურგლიშვილი (წილის 0,648%-ის მფლობელი); თეიმურაზ ბერიშვილი (წილის 4,183%-ის მფლობელი); ლილი სუხიტაშვილი (წილის 2,091%-ის მფლობელი); სერგო ჩიკვილაძე (წილის 0,042%-ის მფლობელი); ჯამბული გეგეჭკორი (წილის 1,171%-ის მფლობელი); ავთანდილ იაშვილი (წილის 29,349%-ის მფლობელი); კოტე სამუშია (წილის 1,699%-ის მფლობელი); თეიმურაზ ცხვარიაშვილი (წილის 0,748%-ის მფლობელი); კონსტანტინე ხაჯალია (წილის 0,748%-ის მფლობელი).

შპს „მეკავშირე-97“-ის პარტნიორები არიან: ნოდარ დევიძე (წილის 11,34%-ის მფლობელი), ვახტანგ ამაშუკელი (წილის 8,06%-ის მფლობელი), თეიმურაზ ქუტაშვილი (წილის 8,06%-ის მფლობელი), ირინე იაშვილი (წილის 72,54%-ის მფლობელი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორები, ფიზიკური პირები: ფრიდონ ინჯია, ავთანდილ იაშვილი, ლილი სუხიტაშვილი, ნაირა კვესელავა, ვახტანგ ამაშუკელი ასევე წარმოადგენენ შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორებს. შესაბამისად დგინდება აფილირება შპს „ივერია ქსელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის.  რაც შეეხება შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორ ნანა მჭედლიძეს,  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მისი აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ მიერ 2015 წლის 25 ნოემბრის №30 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9294-15 26.11.2015), წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

                - შპს „ივერია ქსელის“ საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;  

                - შპს „ივერია ქსელის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;

                - შპს „ივერია ქსელის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

                -შპს „ახალი ქსელების“ მიერ შესაძენად განზრახული შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელმა“ 2015 წლის 22 დეკემბრის №33 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/10238-15 22.12.2015) წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება, რომელსაც იგი ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. 2015 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 50259 ლარი (ხვედრითი წილი 17%), ხოლო შპს „ივერია ქსელის“ აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა - 1748 აბონენტი (ხვედრითი წილი - 27,4%).

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ახალი ქსელების“ საქმიანობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება, რომელსაც იგი ახორციელებს თბილისში, ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ფოთში, ასევე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. 2015 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შესაბამისი მომსახურებიდან შპს „ახალი ქსელების“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა: თბილისში - 3,324,912 ლარი (ხვედრითი წილი 12%); ქალაქ ქუთაისში - 1,876,175 ლარი (ხვედრითი წილი 74,8%); ქალაქ ფოთში -  25,932 ლარი (ხვედრითი წილი 4.15%); ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 57,355 ლარი (ხვედრითი წილი 15,1%); თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 15,714 ლარი (ხვედრითი წილი 42%); ხოლო შპს „ახალი ქსელების“ აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა: თბილისში - 60,011 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,6%); ქალაქ ქუთაისში - 36,321 აბონენტი (ხვედრითი წილი 71,2%); ქალაქ ფოთში -  661 აბონენტი (ხვედრითი წილი 7,2%); ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 1,456 აბონენტი (ხვედრითი წილი 21,2%); თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 464 აბონენტი (ხვედრითი წილი 54,7%).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები) შპს „ახალი ქსელების“  მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ახალ ქსელების“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამასთან, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს “ივერია ქსელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, რომ შპს „ახალ ქსელების“ მიერ შპს  “ივერია ქსელის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები)   შეძენის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული შპს “ივერია ქსელის“ კუთვნილი (25XXXX) და შპს „ახალი ქსელებისათვის“ გადაცემული სააბონენტო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების  კანონიერი ინტერესები და უზრუნველყოფილ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ივერია ქსელი“ წარმოადგენს: ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს (კომისიის გადაწყვეტილება №428/9 17.09.2010); ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს (კომისიის გადაწყვეტილება №610/9 13.11.2009); სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს (კომისიის გადაწყვეტილება №620/9 06.11.2014), ამიტომ, შპს „ახალ ქსელების“ მიერ შპს “ივერია ქსელის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში, კომისიის №428/9 17.09.2010, №610/9 13.11.2009 და №620/9 06.11.2014 გადაწყვეტილებებით შპს “ივერია ქსელისათვის“ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები შპს „ახალ ქსელებს“ დაეკისრება.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ივერია ქსელს“, შპს “ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები)   შპს „ახალი ქსელების“ მიერ  შეძენაზე;

2. დაევალოს შპს „ივერია ქსელს“, შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები) შპს „ახალი ქსელების“ მიერ შეძენის შემთხვევაში, უზრუნველყოს შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი სააბონენტო ნომრებით (25XXXX) მოსარგებლე აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის შპს „ახალი ქსელებით“ შეცვლის თაობაზე;

3. შპს „ახალი ქსელების“ მიერ შპს „ივერია ქსელის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში:

ა) შპს „ივერია ქსელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“  უზრუნველყონ  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის (25XXXX) სარგებლობის უფლების მოპოვება;

ბ) შპს „ივერია ქსელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ უზრუნველყონ  “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. კომისიის №428/9 17.09.2010, №610/9 13.11.2009 და №620/9 06.11.2014 გადაწყვეტილებებში  შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, შპს „ახალმა ქსელებმა“ შპს „ივერია ქსელის“   კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შეძენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისიას აცნობოს  მის მიერ შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შეძენის შესახებ;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).      

        

          კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე

 

        კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე        

        კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური       

         კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

          კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები