შპს “Skynet“-ის (ს/კ 416290187) წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:02
მიღების თარიღი იანვარი 28, 2016
შპს “Skynet“-ის (ს/კ 416290187) წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 21 დეკემბერს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს “Skynet“-მა და შპს “INTERMEDIARY“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №6/10174-15. 21.12.2015) შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “Skynet“ (ს/კ 416290187) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “INTERMEDIARY“ (ს/კ 400013748) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის მიერ 2016 წლის 8 იანვრის ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/135-16 08.01.2016) წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ორივე კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება.
შპს “Skynet“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. გარდაბნის მუნიციპალიტეტში შპს “Skynet“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 117750 ლარი (ხვედრითი წილი - 5,7%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 59200 ლარი (ხვედრითი წილი - 17,2%); ხოლო შპს “Skynet“-ის აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეადგინა - 267 აბონენტი (ხვედრითი წილი - 3,3%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 100 აბონენტი (ხვედრითი წილი 7,9%).
შპს “INTERMEDIARY“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. ქალაქ თბილისში შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 211928 ლარი (ხვედრითი წილი - 0,2%), ხოლო ქალაქ თბილისში აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 855 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,3%). ასევე, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “INTERMEDIARY“ 2015 წლის ივლისის თვიდან ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას ამბროლაურის (1 აბონენტი), ონის (1 აბონენტი), ტყიბულის (1 აბონენტი), ზუგდიდის (1 აბონენტი) მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ ბათუმსა (1 აბონენტი) და ფოთში (1 აბონენტი).
შპს “Skynet“-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ედუარდ ჯანოაშვილი (პ/ნ 01021013108), ხოლო შპს “INTERMEDIARY“-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ბესიკი მოსაშვილი (პ/ნ 01011078628).
კომისიაში არსებული პირის აფილირებულობის შესახებ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „Skynet“-ის, შპს “Skynet“-ის დირექტორისა და 100% წილის მფლობელის - ედუარდ ჯანოაშვილის, შპს “INTERMEDIARY“-ის, შპს “INTERMEDIARY“-ის დირექტორისა და 100% წილის მფლობელის - ბესიკ მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენის, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის შერწყმის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “Skynet“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ამასთან, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს “Skynet“-სა და შპს “INTERMEDIARY“-ის, რომ შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “Skynet“-ის შერწყმის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული შპს “Skynet“-ის მომსახურებით მოსარგებლე აბონენტების კანონიერი ინტერესები და უზრუნველყოფილ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “Skynet“-ს, შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “Skynet“-ის შერწყმაზე;
2. შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “Skynet“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს “INTERMEDIARY“-იმ და შპს “Skynet“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “Skynet“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “Skynet“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
