წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 575 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2016 18:29

მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №60 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №60 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

ბ) ააიპ „გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2.კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №60 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).


კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 60 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 25 აგვისტო, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  3. ქ. თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”მომსახურების სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „მმ ინვესტის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ზურაბ ფიცხელაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. ინდ.მეწარმე „მარინა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  11. შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან  დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  15. შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  17. ააიპ „გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები