წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 576 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2016 12:16

მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების   შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (1391-შ/ს, 23.08.16; კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №25-ს, 23.08.16), 2016 წლის 7-8 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილი ნატოს გენერალური მდივნის, ბატონ იენ სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით  რადიოკავშირისთვის  სიხშირეების  მინიჭების  თაობაზე.       

მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა ერთი რადიოსიხშირე.   კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე პორტატური რადიოსადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ ,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად          

გადაწყვიტა: 

  1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საქართველოს ტერიტორიაზე, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირე, 7 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
  2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
  3. სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;
  4. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში  (ი.ხარებავა);
  5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს   საგარეო   საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირული მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს   საგარეო   საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე; 
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში; 
  8. გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს  (რ. ქურდაძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                      .აბაშიძე

კომისიის    წევრი                                                      ე.ასანიძე                                                                                              

კომისიის    წევრი                                                      გ.ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები