წვდომის მენიუ

ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

ნომერი: 58 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2016 11:54

მიღების თარიღი იანვარი 28, 2016

ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 6 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8536-15; 06.11.2015), საიდანაც ირკვევა, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ 2015 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია 2013 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის აგვისტომდე რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არ განუხორციელებია მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, „ააიპ ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ააიპ  „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ ჩაბარდა 2015 წლის 21 ოქტომბერს.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 24 ნოემბრის №10/9135-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ააიპ  „ეროვნებათა საზოგადოებრივმა კონგრესმა“ 2015 წლის 10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიაში წარმოადგინა ყველა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა, თუმცა, 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით მას წარმოსადგენი აქვს ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები) 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით და ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურებები) – 2015 წლის მესამე კვარტალი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8536-15 სამსახურებრივი ბარათისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2015 წლის 7 დეკემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“  გაეგზავნა შეტყობინება  (№03/2999-15; 07.12.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“  ჩაბარდა 2015 წლის 7 დეკემბერს (შეტყობინება ჩაიბარა ვანციანმა, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით შეტყობინების ასლზე).

კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი. 2015 წლის 10 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“  თავმჯდომარის ურუზმაგ ქარქუსოვის განცხადება (№შ-6/9711-15; 10.12.2015), რომლითაც მან ითხოვა საკითხის განხილვის გადადება ორი კვირის ვადით, მისი თბილისში არყოფნის გამო. აღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიამ საკითხის განხილვა გადადო ორი კვირის ვადით და ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით სხდომა დანიშნა 2015 წლის 24 დეკემბერს, რის თაობაზეც  მას ეცნობა კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის №3146-15 შეტყობინებით (გზავნილი 040032530137; შეტყობინება ჩაბარდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მენეჯერს თ. ლოლაძეს, 2015 წლის 18 დეკემბერს).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს კომისაში შემოვიდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“  თავმჯდომარის ურუზმაგ ქარქუსოვის განცხადება (№შ-6/10298-15; 24.12.2015), რომელშიც მან ითხოვა სხდომის გადადება სამი კვირით ხელმძღვანელი პირის თბილისში არყოფნის გამო. აღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიამ 2015 წლის 24 დეკემბერს საკითხის განხილვა გადადო 2016 წლის 28 იანვრისთვის, რის თაობაზეც კომისიის 2016 წლის 11 იანვრის №03/65-16 შეტყობინებით ეცნობა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომას ესწრებოდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ თავმჯდომარე უ. ქარქუსოვი, რომელმაც დაადასტურა, რომ კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი განცხადების საფუძველზე კომისიამ შეაჩერა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ ავტორიზაცია. უ. ქარქუსოვის განცხადებით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ ავტორიზაციის დღიდან არ განუხორციელებია მაუწყებლობა და საკითხის განხილვის მომენტისთვისაც არ ეწეოდა სამაუწყებლო საქმიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან თხოვნით მიმართა კომისიას არ დაეკისრა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ფინანსური ჯარიმა და ითხოვა მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმება.

 კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8536-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის  10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილება;
  4. კომისიის 2015 წლის 16 ოქტომბრის №03/2340-15 წერილი და აღნიშნული წერილის ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030121004);
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;
  6. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“  შესახებ მონაცემები;
  7. კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის №3146-15 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილი 040032530137);
  8. კომისიის 2016 წლის 11 იანვრის №03/65-16 შეტყობინება და და აღნიშნული შეტყობინების ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილი 070000015843);
  9. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ 2015 წლის 10 დეკემბრის Nშ-6/9711-15 განცხადება;
  10. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ 2015 წლის 23 დეკემბრის Nშ-6/10282-15 და 2015 წლის 24 დეკემბრის Nშ-6/10298-15  განცხადებები;
  11. კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის N01/3286-15 წერილი;
  12. კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ თავმჯდომარის უ. ქარქუსოვის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1.  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 01/07/2013; საქმიანობის მოკლე აღწერილობა:  ტელემაუწყებლობის განხორციელება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით, ასევე ინტერნეტის საშუალებით);
  2. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილებით ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ დაევალა 2013 წლის  პირველი ივლისიდან 2015 წლის აგვისტომდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში.
  4. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილების თანახმად, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივმა კონგრესსმა“ 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით შეავსო და კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
  5. 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები) 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით და ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურებები) – 2015 წლის მესამე კვარტალი. აღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივმა კონგრესმა“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 18 დეკემბერს;
  6. 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2013 წლის  პირველი ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესმა“ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი) სრულად წარმოადგინა  2015 წლის 18 დეკემბერს და აღნიშნული გაანგარიშებების მიხედვით, მას არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება;
  7. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ 2015 წლის 23 დეკებრის Nშ-6/10282-15 განცხადების საფუძველზე, რომელშიც მოთხოვნილი იყო მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერება, კომისიამ შეაჩერა „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ ავტორიზაცია (BR-1074) საერთო მაუწყებლობაზე 2015 წლის  31 დეკემბრიდან 2016 წლის 23 ივნისამდე;
  8. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმები, კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  5. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე ავტორიზაცია გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული აქვს ყველა კანონისმიერი ვალდებულება;
  8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
  9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა 1.5-ის (მაუწყებლების ფინანსები) და 2015 წლის მესამე კვარტლის ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურებები), (გარდა ფორმა 1.5-ის იმ ნაწილისა, რომელიც ცალკე გრაფებად გამოყოფს დაფინანსებს წყაროს სახეობის გრაფაში ინტერაქტივის, განცხადებების, კონტენტის რეალიზების, საეთერო დროის გაყიდვის, გადაცემის განთავსების, ტექნიკური მომსახურების, ასევე შენიშვნის გრაფებს და ფორმა 1.6-ის იმ ნაწილისა, რომელიც ეხება თვეების მიხედვით ჩაშლასა და საბაზრო ფასის მითითებას და რომელთა მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის  განჩინებით (საქმე №3.1244-14) შეჩერებულია)  შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობით, „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება,  ხოლო 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგელობით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიერ დარღვეულ იქნა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი. „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიერ ასევე დარღვეულ იქნა „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის  10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილება, 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ამავე გადაწყვეტილებით დარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, რაც წარმოადგენს  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თუმცა, აქვე კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხის განხილვის მომენტისთვის ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ კომისიაში სრულად ჰქონდა წარმოდგენილი ნულოვანი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, რომელთა მიხედვით, მას ავტორიზაციის დღიდან მაუწყებლობის სფეროში არ მიუღია არანაირი შემოსავალი. ამასთან, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ ითხოვს მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებას და საკითხის განხილვის მომენტისთვის მას შესრულებული აქვს ყველა კანონისმიერი ვალდებულება კომისიის წინაშე. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდამრღვევისთვის ადმინისრაციული პასუხისმგებლობის დაკსირების დანიშნულება და მიზანია სამართალდამრღვევის გამოსწორება, სამართალდარღვევის მომავალში ჩადენის პრევენცია და საჯარო წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ კომისიის წინაშე შესრულებული აქვს ყველა კანონისმიერი ვალდებულება,  ამასთან,  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულრიების საფასურის გაანგარიშებების მონაცემების გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესი“ ავტორიზაციის დღიდან არ ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას, მისი განცხადების საფუძველზე ავტორიზაციის გაუქმების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება აზრს მოკლებულია და არ ემსახურება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ობიექტურ მიზანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში:

ა) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ უნდა დაუდასტურდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და  „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის  10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი. მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ შესრულებულია ყველა კანონისმიერ ვალდებულება და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ბ) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ უნდა დაუდასტურდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და  „ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის  10 სექტემბრის №551/18 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ შესრულებულია ყველა კანონისმიერი ვალდებულება და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. გაუქმდეს ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების  დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები