ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2016 14:31
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის №შ-10/6575-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2016 წლის 25 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის №შ-10/6575-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად 2016 წლის 9 ივნისს განხორციელდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №32. შემოწმება ჩატარდა დაბა წყნეთი, რუსთაველის ქ. N3ა. ინდ „მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ოფისში, შემოწმებას ესწრებოდა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი მარიანა ოკლეი.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Кинопоказ“, „ერთსულოვნება“,„TV 3“ (რუსული), „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “Eurosport 1”, “RTVi”, “ORT”, “Премьера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, „კომედი არხი“, “Animal Planet”, “ТНТ”, “Euronews”, „Че“, “Disney”, “Nature”, „სილქ უნივერსალი“, „СТС”, “ობიექტივი”, “Шансон ТВ”, “Наше Кино”, „Пятница“, “Бестселлер”, “აჭარა”, “Music Box” (ქართ.), „ტვ პირველი“, „მარაო“, „კავკასია“.
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ 2016 წლის 8 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Кинопоказ“, „TV3“ (რუსული), “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ORT”, “Премиера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, „კომედი არხი“, “Animal Planet”, “ТНТ”, „Че“, “Disney”, “Nature”, „სილქ უნივერსალი“, „СТС”, “ობიექტივი”, „Пятница“, “Бестселлер”, „ტვ პირველი“, „მარაო“.
შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 4 აგვისტოს 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ეცნობა შეტყობინებით (25.07.2016; №03/2787-16), რომელიც მას გაეგზავნა საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 25 ივლისის N03/2787-16 შეტყობინება ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ჩაბარდა 2016 წლის 26 ივლისს (გზავნილის კოდი: AP01001199885; ჩაბარების თარიღი: 26.07.2016; ჩაიბარა: ივეტა ბახტაძემ).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის Nშ-10/7609-16 სამსახურებრივი ბარათიდან (დანართი: „Discovery Networks LLC“-ის 2016 წლის 25 ივლისის Nშ-8/7554-16 წერილი) ირკვევა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დაკუმენტაცია, მათ შორის კომპანიასა და სამაუწყებლო არხ „Eurosport“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიმართა „Discovery Networks LLC“-ის რეგიონალურ წარმომადგენელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების მიზნით. სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხ „Eurosport“-ის ხელშეკრულების ნამდვილობა არ დასტურდება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის Nშ-10/7632-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილია სამაუწყებლო არხ „Euronews“-ის საქართღველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეიმ“ 2016 წლის პირველ აგვისტოს Nშ-6/7803-16 წერილით კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „იბერია TV“, „GDS TV“, „ობიექტივის“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეიმ“ 2016 წლის 4 აგვისტოს Nშ-6/7912-16 წერილით კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „კომედი“ და „მარაოს“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ არ გამოცხადდა. სხდომას ეწრებოდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მთავარი ტექნიკოსი ლევან გერმისაშვილი, რომელსაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება და ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაოაბზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 9 აგვისტო, 15 საათი.
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 5 აგვისტოს N03/3006-16 შეტყობინებით. კომისიის 2016 წლის 5 აგვისტოს N03/3006-16 შეტყობინება, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01001199063; კურიერის ვიზიტის თარიღი: 08.08.2016; მიზეზი: მიმღებმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე).
კომისიაში 2016 წლის 8 აგვისტოს შემოვიდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8124-16; 08.08.2016) განცხადება, რომლითაც ითხოვს ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებას 20 აგვისტომდე თბილისში არყოფნის გამო.
კომისიის 2016 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ არ გამოცხადდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლი შესაბამისად, კომისიის 2016 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე განხილულ იქნა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ 2016 წლის 8 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8124-16) წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ შუამდგომლობა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 25 აგვისტო, 15:00 საათი.
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 10 აგვისტოს N03/3050-16 შეტყობინებით. კომისიის 2016 წლის 10 აგვისტოს N03/3050-16 შეტყობინება, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 15 აგვისტოს (ჩაიბარა: ლევან გერმისაშვილმა).
ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეიმ“ 2016 წლის 25 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8939-16 და Nშ-6/8940-16) განცხადებებით კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი სანებართვო წერილები, კერძოდ: 1. შპს „სტერეო +“-ის 2016 წლის 09 აგვისტოს სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ „სტერეო +“ რეტრანსლირების თაობაზე; 2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2016 წლის 19 აგვისტოს სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ „აჭარას“ რეტრანსლირების თაობაზე; .3 შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 22 აგვისტოს სანებართვოს წერილი სამაუწყებლო არხ „Silk Universali“-ის რეტრანსლირების თაობაზე.
კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ კონსულტანტი ზურაბ მამუკელაშვილი რომელმაც განაცხადა, რომ როგორც მათთვის იყო ცნობილი, საქართველოს არხებთან საერთოდ არ უნდა დადებულიყო ხელშეკრულებები. ზურაბ მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ანძიდან მოდის ღია სიგნალი, რომელიც კოდირებული არ არის, არ უნდა საჭიროებდეს ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ სიგნალის მიღების საშუალება შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ზურაბ მამუკელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში დაფიქსირებულ სამაუწყებლო არხ “Animal Planet“-ის რეტრანსლირებას ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ არ ახორციელებს.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ივლისის №შ-10/6575-16 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 ივნისის შემოწმების აქტი №32;
3. შემოწმების დამსწრე მოწმის მარიანა ოკლეის პირადობის მოწმობის ასლები;
4. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - (CD დისკი);
5. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ;
6. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ შესახებ;
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №შ-10/7609-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით („Discovery Networks LLC“-ის 2016 წლის 25 ივლისის Nშ-8/7554-16 წერილი);
8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №შ-10/7632-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
9. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 4 აგვისტოს №შ-10/7908-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით („Euronews“-ის 2016 წლის 4 აგვისტოს Nშ-8/7907-16 წერილი);
10. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ 2016 წლის 4 აგვისტოს Nშ-6/ 7912-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
11. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ 2016 წლის 25 აგვისტოს Nშ-6/8939-16 წერილი თანდართული დოკუმენტაცით;
12. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ 2016 წლის 25 აგვისტოს Nშ-6/8940-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
14. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ კონსულტანტის ზურაბ მამუკელაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
2. 2016 წლის 9 ივნისის, 15:50 საათზე განხორციელდა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ შემოწმება დაბა წყნეთში, მისამართზე: რუსთაველის ქ. N3ა ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ ოფისში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მარიანა ოკლეი (პირადი №010080XXXXX). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №32. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე – მარიანა ოკლეი;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 9 ივნისს ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Кинопоказ“, „ერთსულოვნება“,„TV 3“ (რუსული), „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “Eurosport 1”, “RTVi”, “ORT”, “Премиера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, „კომედი არხი“, “Planeta PTP”, “ТНТ”, “Euronews”, „Че“, “Disney”, “Nature”, „სილქ უნივერსალი“, „СТС”, “ობიექტივი”, “Шансон ТВ”, “Наше Кино”, „Пятница“, “Бестселлер”, „აჭარა”, “Music Box”(ქართ.), „ტვ პირველი“, „მარაო“, „კავკასია“.
4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 9 ივნისის N32 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - (CD) დისკით;
5. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხ „Eurosport“-თან და „EURONEWS S. A“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა არ დადასტურდა;
6. წარმოების პროცესში ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ შემოწმების შემდგომ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოდგენით შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „მაესტროს“, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „იბერია TV“, „GDS TV“, „ობიექტივის“, „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „კომედი“„მარაო“ და “სილქ უნივერსალი“, აღმოფხვრილ იქნა სამართალდარვევის ფაქტი, რომლებსაც შემოწმების მომენტში გადასცემდა არამართლზომიერად.
7. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დაკუმენტაცია: „Кинопоказ“, „TV3“ (რუსული), “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, “ORT”, “Премиера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, “Planeta PTP”, “ТНТ”, „Че“, “Disney”, “Nature”, „СТС”, „Пятница“, “Бестселлер”, „Eurosport“, „Euronews“. შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად;
8. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არისნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ“, „TV3“ (რუსული), “Охотник и Рибалов”, “Fashion one”, “Домашний”, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ORT”, “Премьера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, „კომედი არხი“, “Planet PTP”, “ТНТ”, „Че“, “Disney”, “Nature”, „სილქ უნივერსალი“, „СТС”, “ობიექტივი”, „Пятница“, “Бестселлер”, „ტვ პირველი“, „მარაო“, „Eurosport“ და „Euronews”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოების პროცესში ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიერ შემოწმების შემდგომ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოდგენით შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „მაესტროს“, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „იბერია TV“, „GDS TV“, „ობიექტივის“, „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „კომედი“„მარაო“ და “სილქ უნივერსალი“, აღმოფხვრილ იქნა სამართალდარვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ“, „TV3“ (რუსული), “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, “ORT”, “Премьера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”, “Animal Planet”, “ТНТ”, „Че“, “Disney”, “Nature”, „СТС”, „Пятница“, “Бестселлер”, „Eurosport“, „Euronews“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეის“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეიმ“ უზრუნველყოს სამაუწებლო არხების: „Кинопоказ“, „TV3“ (რუსული), “Охотник и Рыбалов”, “Fashion one”, “Домашний”, “ORT”, “Премьера”, “TV 1000 megahit”,“TV 1000 action”, “РЕН ТВ”,“Animal Planet”, “ТНТ”, „Че“, “Disney”, “Nature”, „СТС”, „Пятница“, “Бестселлер”, „Eurosport“ და „Euronews“-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ინდ. მეწარმე „მარიანა ოკლეისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
