საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2016 18:42
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–4 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N499 დადგენილების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიაში დასაქმებულთა პრემირება დისკრეციული უფლებამოსილებაა და შეიძლება განხორციელდეს პრემიის გაცემა:
ა) დასაქმებულის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი სამსახურებრივი დავალების მაღალკვალიფიციურად შესრულებისათვის, ინდივიდუალურად;
ბ)კომისიის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ყოველწლიურად;
გ) ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით;“
ბ) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირველი პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.“;
გ) ამოღებულ იქნეს: მე–4 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები, 41 პუნქტი, მე–5, მე–6, მე–7 და მე–8 პუნქტები;
დ) დაემატოს 82 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„82. პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტითა და 81 ქვეპუნქტით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე, თუ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანისა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიის საფუძველზე გამოთავისუფლებული თანხის ბიუჯეტის პრემირების მუხლში გადატანის თაობაზე.“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge), ასევე კომისიაში დასაქმებულთათვის გაცნობა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ.; №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური
|
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
