მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2016 12:48
მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016
მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 29 აგვისტოს 19:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 1 სექტემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 29 სექტემბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 4 ოქტომბერი 13:00 საათი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N527/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
