წვდომის მენიუ

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №820/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 60-1 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2016 11:51

მიღების თარიღი იანვარი 29, 2016

 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა დასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის 820/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე” კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №820/23 გადაწყვეტილებით საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 29 იანვარს, 15:00 საათზე.

2016 წლის 29 იანვარს კომისიის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა უნდა გამართულიყო 2016 წლის 9 თებერვალს, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს კომისიის დებულების პროექტის თაობაზე შენიშვნების წერილობით წარმოდგენისთვის მისცემოდათ გონივრული ვადა და შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №820/23 გადაწყვეტილებაში უნდა შესულიყო ცვლილება ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №820/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის  9 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                               კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                               მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები