წვდომის მენიუ

შპს „დატაცენტრის" წილის 30%-ის ფიზიკურ პირ გიორგი თოფჩიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 600 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2016 17:12

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016

შპსდატაცენტრი" წილის  30%-ის  ფიზიკურ პირ  გიორგი თოფჩიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  წერილით მიმართა შპს “დატაცენტრმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/7918-16 04.08.2016),  ფიზიკური პირის დავით თოფჩიშვილის კუთვნილი შპს „დატაცენტრის" (ს/კ 405126778) წილის 100%-დან წილის  30%-ის ფიზიკურ პირ  გიორგი თოფჩიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დატაცენტრი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.2.  ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს 2დატაცენტრის" მიერ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/8503-16, 16.08.2016) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- შპს „დატაცენტრის“ შემოსავლების შესახებ;

- წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის გიორგი თოფჩიშვილის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "დატაცენტრის“ (ს/კ 405126778) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია დავით თოფჩიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „დატაცენტრის“ წილის 30%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის  გიორგი თოფჩიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მიხედვით არ დგინდება. 

შპს „დატაცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციით შპს "დატაცენტრის" შემოსავლებმა საბითუმო ინტერნეტ მომსახურებიდან   2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისის თვის  ჩათვლით შეადგინა - 14030 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დატაცენტრის" ( ს/კ 405126778) წილის  30%-ის ფიზიკურ პირ  გიორგი თოფჩიშვილის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „დატაცენტრის" წილის  30%-ის ფიზიკურ პირ  გიორგი თოფჩიშვილის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „დატაცენტრს", შპს „დატაცენტრის" წილის  30%-ის ფიზიკურ პირ გიორგი თოფჩიშვილის მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების  შპს 2დატაცენტრისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს 2დატაცენტრისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. განემარტოს შპს „დატაცენტრს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „დატაცენტრი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს "დატაცენტრისათვის“  დაუყოვნებლივ გადაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                               ვახტანგ აბაშიძე                                 

                კომისიის წევრი                                             ელისო ასანიძე

            კომისიის წევრი                                             გიორგი ფრუიძე 

                კომისიის წევრი                                             კახა ბექაური

                კომისიის წევრი                                             მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები