„ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N526/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 16:35
მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016
„ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N526/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდმა მომავლის გზამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8577-16 18/08/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის (BR-5018, 28.07.2016) მოდიფიცირების შესახებ. ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზას“ სურს აღნიშნული ავტორიზაციით გათვალისწინებული თემატიკის დაზუსტება, კერძოდ შემეცნებითის ნაცვლად სოციალური-შემეცნებითი თემატიკის განსაზღვრა, მაუწყებლობის ხანგრძლივობის შემცირება და მაუწყებლობის დაწყების ვადის ცვლილება. ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდმა მომავლის გზამ“ 2016 წლის 29 აგვისტოს დააზუსტა მოთხოვნა და მაუწყებლობის ქვესახეობად შემეცნებით მაუწყებლობასთან ერთად სოციალური და საქველმოქმედო თემატიკების დამატება მოითხოვა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9106-16 30/08/2016).
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა“ ფლობს შემდეგ ავტორიზაციას:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 15 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2016 წლის 20 სექტემბრამდე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი: უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2016 წლის 1 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა რომ ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდის მომავლის გზის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბესიკ მახარაშვილი. სხდომაზე ბესიკ მახარაშვილმა მოხსნა მოთხოვნა მაუწყებლობის თემატიკის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით და დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე ფონდს სურს განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლობის დაწყების ვადის და მინიმალური ხანგრძლივობის მოდიფიცირება, კერძოდ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისზღვროს 6 საათი, ხოლო ხოლო მაუწყებლობის დაწყების ვადად 2016 წლის 15 ნოემბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5018, 28.07.2016) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდის მომავლის გზის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5018, 28.07.2016), შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N526/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ზ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2016 წლის 15 ნოემბრამდე“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
