წვდომის მენიუ

ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 608 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 16:38

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016

ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №470/10 გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად,  ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას”  განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  - 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის 20%–ს - 850.50 (რვაასორმოცდაათი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 90% - 3,827.25 (სამი ათას რვაასოცდაშვიდი და 25) ლარი და და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2016 წლის პირველ სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9211-16).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების, და კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №470/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას” კერძო მაუწყებლობის №B190 ლიცენზია შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ)  მაუწყებლობის ენა: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

ე) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

  პოლარ

   იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

მარნეული

96.9

FM

V

წრიული

100

41°29'30.75"N

44°47'17.85"E

20

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2.  მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;

3. ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” ვალდებულია:

ა) ემსახურებოდეს მარნეულის თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში აზერბაიჯანული, სომხური და ქართული თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქება;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ს) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ტ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის  ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის”   ჩაბარებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ვ) მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                        მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები