წვდომის მენიუ

„შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 611 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 16:45

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016

შპსმობიტელისათვისრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F97 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა შპს „მობიტელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/7887-16, 03/08/16) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირება. კომპანიას სურს ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან ასაცილებლად №F97 ლიცენზიის ერთ-ერთი სალიცენზიო ვალდებულება კერძოდ კი კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს იგივე რედაქციით, როგორც იყო ჩამოყალიბებული კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებაში „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ“.  ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გამოცხადებულ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“, რომელზეც გაიცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. შპს „მობიტელი“ ასევე აღნიშნავს, რომ ახალი რედაქცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელი“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 806 -816  მჰც  და 847 -857  მჰც (სულ 20 (2x 10)  მჰც);

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან - 2030 წლის 1 თებერვლამდე;

დ) ტექნიკური პირობები:

დ.ა) ტექნიკური პირობები FDD საბაზო სადგურებისათვის:

დ.ა.ა)  ბლოკის შიგნით EIRP-ს  (ექვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის -  64 დბმ/5 მჰც.

დ.ა.ბ)  საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე
FDD აფლინკისათვის განკუთვნილისიხშირეები (832 მჰც-დან 862 მჰც-მდე) -49.5 დბმ 5 მჰც

დ.ა.გ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი  სიხშირეებისათვის (791 მჰც-დან 821 მჰც-მდე)

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები მაქსიმალური საშუალო  EIRP ბლოკის გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე
-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე  ბლოკის  ქვედა საზღვრიდან 18 დბმ 5 მჰც
-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე  ბლოკის ქვედა  საზღვრიდან 22 დბმ 5 მჰც
0 მჰც-დან +5 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან  22 დბმ 5 მჰც
+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან 18 დბმ 5 მჰც
FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი დანარჩენი სიხშირეებისათვის 11 დბმ 1 მჰც

დ.ა.დ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე),  რომლებიც გამოყენებულია, როგორც დამცავი ზოლი (guard band)

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის  გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე
790 მჰც-დან 791 მჰც-მდე 17.4 დბმ 1 მჰც
821 მჰც-დან 832 მჰც-მდე  15 დბმ 1 მჰც

დ.ა.ე)   გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები 790 მჰც-ს ქვემოთ მდებარე სიხშირეებისათვის

ბლოკის გარეთ გასხივების  შესაბამისი სიხშირეები პირობა EIRP-ზე საბაზო სადგურის ბლოკის შიგნით, P დბმ/10მჰც მაქსიმალური  საშუალო EIRP ბლოკის  გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე
470 მჰც-დან 790 მჰც-მდე P≥59 0 დბმ 8 მჰც
36≤P (P-59) დბმ 8 მჰც
P -23 დბმ 8 მჰც

დ.ბ) ტექნიკური პირობები FDD ტერმინალური სადგურებისათვის: ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების  მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 23 დბმ.

ე)  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიით  განსაზღვრული   ამოწურვადი რესურსის ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობებისა და   კომისიის 2006 წლის 30 ივნისის  №6 დადგენილებით დამტკიცებული  ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის” შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად გამოყენება;

ე.ბ) უზრუნველყოს  მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა)  საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის  2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე  ნაკლებია,  შემდეგი პირობებით:

უზრუნველყოს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ:
1. 30%-ში 2016 წლის 1თებერვლამდე
2. 50%-ში 2017 წლის 1თებერვლამდე
3. 70% -ში 2018 წლის 1თებერვლამდე
4. 90%-ში  2020 წლის 1თებერვლამდე

შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის  განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის;

ე.გ) უზრუნველყოს  სტაბილურად ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, კერძოდ, არა პიკის საათებში (როცა ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვა 60%–ზე ნაკლებია), წყვეტის გარეშე, ფიჭის საზღვარზე (Cell edge)  მინიმუმ  2 მბტ/წმ  „დაუნლინკ“ მომსახურების მიწოდების სიჩქარე, გაზომვების 95%-ის შემთხვევაში;

ე.დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის  განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;

ე.ე) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია  საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის  ფარგლებში  გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;

ე.ვ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით,  უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად  რადიოსიხშირული რესურსის  კოორდინირებულად   გამოყენება;    

ე.ზ) 827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის  ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა;

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/8544-16, 17.08.2016) თანახმად დეპარტამენტის წინადადებაა განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოს სპექტრალური ეფექტურობა (გაზომილი ერთეულებში - ბიტი/წმ/ჰერცი და ბიტი/წმ/ჰერცი/ფიჭა) ETSI TR 136 912  V.13.0.0 (2016-01) და TR 136 913  V.13.0.0 (2016-01) ტექნიკურ დოკუმენტებში მოყვანილი მახასიათებლების შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი მომსახურებას მიაწოდებს LTE ტექნოლოგიის გამოყენებით.  

შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის; „

ხოლო ამავე გადაწყვეტილების ე.ბ) ქვეპუნქტიდან „შენიშვნა“ (შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის  განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის) ამოღებულ იქნას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის  მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”მობიტელის“ განცხადება დასაბუთებულია და მიზანშეწონილია კომპანიის განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის  №56/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 29 სექტემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები