საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2016 18:40
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 08 სექტემბრის №63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2016 წლის 08 სექტემბრის №63 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ.
- კომისიის 2016 წლის 08 სექტემბრის №63 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №63 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 08 სექტემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის N227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს “ELIZ Company”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ არტურ ხაჩატურიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- „ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებაში „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
