შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2016 11:20
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2016
შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „დამოუკიდებელმა ტელე-რადიო კომპანია ოდიშმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9235-16 02/09/2016 და №შ-6/9359-16 06/09/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-29, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კომპანიას სურს საკუთარი სატელევიზიო კონტენტი გაავრცელოს წალენჯიხის მულტიპლექსის მეშვეობით. შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში” აღნიშნული მულტიპლექსით ღია (უფასო) მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2016 წლის 15 სექტემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-29, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
4. მაუწყებლობის ენა: ქართული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (ზუგდიდის მულტიპლექსი;)
7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-29, 14.07.2015) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-29, 14.07.2015) და
ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - წალენჯიხის მულტიპლექსი;
ბ) წალენჯიხის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს 2016 წლის 15 სექტემბერი;
2. შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 08.09.2016, 16:42 საათი.
3. შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე