საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2016 15:31
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №64 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ.სულუხია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №64 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 15 სექტემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. გ.სულუხია - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სს „ლიბერთი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ენუდასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ჯრ კომ“-ისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ა-ნეტის“ წილის 100%-ის შპს „დელტა-კომმის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ფიზიკურ პირ მ.არბოლაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
